მზეზე ცოტა ხნის წინ მცირე კომეტების “შტურმი” შესაძლოა დიდი კომეტის სტუმრობის წინაპირობაა.
NASA-ს კოსმოსურმა აპარატმა SOHO (Solar and Heliospheric Observatory) თავისი გაშვების დღიდან (1995 წელი) გადაიღო ორიათასამდე მზესთან ახლოს მდებარე კომეტა. მათი უმეტესობა შედარებით პატარა ზომის სხეულებია, რომელთა დიდი ნაწილიც ქრება რამდენიმე საათში ობიექტივთან შეჯახების შემდეგ. ისინი მოფრინავენ რამდენიმე დღეში ერთხელ, მაგრამ 13 დან 22 დეკემბრამდე SOHO-მ დააფიქსირა უკვე ოცამდე კომეტა.
გაოგნებულმა, კარლ ბეტემსმა და მისმა კოლეგებმა ამერიკის საზღვაო-საჰაერო კვლევის ლაბორატორიიდან ივარაუდეს, რომ ეს მხოლოდ ფრაგმენტებია მათ უკან მომავალი დიდი კომეტისა. თუ ის საკმაოდ დიდი აღმოჩნდა დედამიწელებს გველის მშვენიერი ციური შოუ.
მეცნიერების აზრით, ახალი სტუმარი მოგვაგონებს კომეტა იკეია-სეკის რომელიც აღმოაჩინეს 1965 წელს, მისი დიამეტრი იყო 5კმ და ის მზეს მიუახლოვდა 450 ათას კილომეტრზე. ის არ დაიწვა, მაგრამ ისე მკაფიოდ ანათებდა რომ მისი დანახვა დედამიწიდან დღისითაც კი იყო შსაძლებელი. იქიდან გამომდინარე, რომ მაშინ არაფერი SOHO-ს ნაირი არ არსებობდა, უცნობია, მიყვებოდა თუ არა წინა ამ დიდ კომეტას პატარა ნამსხვრევების წვიმა.
ცნობილი კომეტებზე მონადირე დევიდ ლევი თვლის, რომ შეიძლება პატარა ომეტებს არც არაფერი მოყვებოდეს უკან: “კომეტები ძალიან მყიფე წარმონაქმნებია და არსებული კომეტების წვიმა შესაძლოა უბრალოდ ბოლო ამოსუნთქვაა უფრო დიდი წარმონაქმნის, რომელმაც უკვე შეწყვიტა არსებობა”.
მთლიანობაში აპარატის მიერ მზესთან ახლოს დაფიზსირებული კომეტების რიცხი საგრძნობლად გაიზარდა: 1997 წელს — 69, 2010 წელს — 200 კომეტაა დაფიქსირებული. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ზონდი არ ნადირობს კომეტებზე, ის მზის ატმოსფეროს შეისწავლის. კომეტები მის სურათებზე აღმოაჩინეს მეცნიერებმა და ასტრონომებმა-მოყვარულებმა.
გამოყენებულია National Geographic-ის მასალები.

