HTC-იმ გამოუშვა თავისი პირველი სმარტფონი, რომელსაც აქვს მეოთხე თაობის ფიჭური ქსელების მხარდაჭერა, რომელიც წარმოდგენილი იყო CES 2011-ის გამოფენაზე (6–9 იანვარი, ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ). მოდელ Thunderbolt-ის შესახებ პირველად ინფორმაცია გამოჩნდა გასული წლის აგვისტოში.

სიახლეს აქვს 4,3-დიუამიანი სენსორული TFT-დისპლეი წერტილოვანი გარჩევადობით 480×800 (WVGA), 8-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით, ორმაგი შუქდიოდური გაელვებით და HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქცია 720p ფორმატში (1280×720 წერტილი), ასევე 1,3-მეგაპიქსელიანი წინა კამერა ვიდეოზარებისთვის, 768 მბ RAM, 8 გბ ჩაშენებული მეხსიერება, სლოტი MicroSD ფორმატის ფლეშ-ბარათებისთვის, 3,5-მილიმეტრიანი აუდიობუდე, მოახლოვების სენსორი, აქსელერომეტრი, MicroUSB, Bluetooth 2.1+EDR მოდული, Wi-Fi (IEEE 802.11b/g/n) კონტროლერი, FM-ტუნერი, ელექტრონული კომპასი, GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღები და ასევე ხმის ჩამხშობი სისტემა საუბრისას.

სმარტფონის აპარატული პლატფორმა –– Qualcomm Snapdragon MSM8655 გიგაჰერციანი CPU. სიახლე ფუნქციონირებს Android 2.2 ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, რომელსაც აქვს Sense ინტერფეისი.

სავარაუდოდ, ამერიკაში HTC Thunderbolt-ის გაყიდვები დაიწყება შუა წლიდან.

გამოყნებულია HTC.-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.