კომუნიკატორების ტაივანურმა მწარმოებელმა, HTC-მა 2010 წლის მეოთხე მეოთხედის შემოსავლისა და სუფთა მოგების სტატისტიკა გამოაქვეყნა.
გასული 12 თვის განმავლობაში კომპანიამ 24,6 მლნ ფიჭური აპარატის რეალიზება მოახერხა. ეს მაჩვენებელი 111%-ით მეტია 2009 წლის რეზულტატთან შედარებით, როცა სულ 11,7 მლნ ერთეული გაიყიდა.
სმარტფონების მოთხოვნის ზრდის ფონზე, HTC-ის კვარტალური მოგება OS Google Android-ის პროდუქციიდან 160%-ით, ანუ $500 მლნ-მდე გაიზარდა. კოლოსალურად გაიზარდა შემოსავლის მაჩვენებელიც — $1,4-დან $3,6 მლრდ-მდე.
საერთო ჯამში, 2010 წელს კომპანიის მოგებამ რეკორდულ მაჩვენებელს, $1,36 მლრდ-ს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ ერთი წლით ადრე HTC-მა მხოლოდ $777 მლნ-ის გამომუშავება შეძლო. შემოსავალი $5-დან 9,6 მლრდ-მდე გაიზარდა.
მიმდინარე კვარტალში კომპანია 8,5 მლნ კომუნიკატორის რეალიზებას გემავს.
წყარო: HTC

