imageდღეს გამოვიდა Opera-ს განახლებული ვერსია ნომრით 10.51 Windows პლატფორმისათვის. მიმდინარე რელიზში აღმოიფხვრა უსაფრთხოების ბაგი, რომელიც 10.50 ვერსიაში აღმოაჩინეს თითქმის ახლა ასევე გამოასწორეს შეცდომების უმრავლესობა, რისთვისაც დიდ მადლობას უხდიან მომხმარებლებს, რომლებმაც აქტიურად შეატყობინეს დეველოპერებს შეცდომების შესახებ. ცვლილებათა სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ამის გარდა ოპტიმიზაცია გაუკეთდა Carakan ძრავს, რის შედეგადაც 20%-ით გაიზარდა Javascript-ის დამუშავების სიჩქარე. ასევე ჩასმულია ავტომატური განახლების სისტემა, რომელიც წინა ვერსიებიდან განახლებას ძალიან გაამარტივებს. Opera 10.51-ის გადმოწერა შესაძლებელია მისი ოფიციალური ვებ-საიტიდან. MAC და Linux ვერსიები ცოტა მოგვიანებით გამოვა.
დამატებით ინფორმაციისათვის იხილეთ შემეგი ბმულები:
Opera Desktop blog
Choose Opera

4 Responses

  1. დიზაინი ახალი არაა, მაგრამ სასიამოვნოა სიჩქარე

  2. 10.0-იდან გადავედი და ახალიმომეჩვენა : )

  3. ramdeni xania eg maq opera 10.20 alpaze momivida operas saitidan gadmosaweri da dzaan magaria

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.