Mobile World Congress 2011-ის გამოფენაზე (14–17 თებერვალი, ბარსელონა, ესპანეთი) კომპანია Samsung წარმოადგენს სმარტფონს S5830.
სიახლე არის «Samsung I9000 Galaxy S-ის შემცირებული ვერსია». არ არის გამორიცხული, რომ აპარატი ბაზარზე წარმოდგენილი იქნება დასახელებით Galaxy S Mini.
S5830-ის ფუნქციონალური ნაკრები სტანდარტულია: მოწყობილობას ექნება 5-მეგაპიქსელიანი კამერა HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით და შუქდიოდური გაელვებით, Bluetooth მოდული ( სავარაუდოდ 3.0 ვერსია), Wi-Fi კონტროლერი, სლოტი MicroSD ფორმტის მეხსიერების ბარათისთვის, 3,5-მილიმეტრიანი აუდიობუდე და სენსორული ეკრანი წერტილოვანი გარჩევადობით 320×480 (HVGA).
მოდელი მუშაობს Android 2.2.1 ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.
გამოყენებულია SamFirmware.com -ის და Unwired View-ს მასალები.

