კორეულმა კომპანია Samsung-მა და ადგილობრივმა ფიჭურმა ოპერატორმა SK Telecom-მა წარმოადგინეს «გუგლფონი» Galaxy S Hoppin (SHW-M190S).
სიახლის განსაკუთრებულობა –– ინტეგრაცია Hoppin-ის სერვისთან, რომელიც განავითარა ხსენებულმა ტელეკომ-კომპანიამ. მისი გამოყენებით შესაძლებელია წვდომის მიღება მედიაკონტენტზე, რომელიც მოთავსებულია SK Telecom-ის სერვერებზე. გარდა ამისა, Samsung Galaxy S Hoppin-ს შეუძლია ვიდეოს ტრანსლირება ტელევიზორებზე და კომპიუტერებზე; ამისათვის შესაძლებელია გამოყენებული იყოს ან უკაბელო შეერთება, ან სპეციალური დოკ-სადგური სმარტფონის შესაერთებელი ბუდით და HDMI ინტერფეისით.
Galaxy S Hoppin-სთვის ხელმისაწვდომია რამოდენიმე აქსესუარი: მაგალითად, მინიატურული დისტანციური მართვის პანელი და უკაბელო QWERTY-კლავიატურა.
Samsung Galaxy S Hoppin-ს აქვს– 4-დიუმიანი სენსორული Super AMOLED ეკრანი; 5-მეგაპიქსელიანი კამერა HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით; GPS ნავიგაციის თნამგზავრული სისტემის მიმღები; ასევე Bluetooth 3,0 მოდული. მოწყობილობა მუშაობს Android 2.2 ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, ხოლო მისი აპარატული პლატფორმა არის გიგაჰერციანი ჩიპი.
გამოყენებულია Samsung-ის და Samsung Hub-ის მასალები.

