კომპანია Samsung-მა დააანონსა სმარტფონი Galaxy Gio, რომელიც მუშაობს Android-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

მოდელს აქვს 3-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით, 3,2-დიუმიანი სენსორული TFT-დისპლეი წერტილოვანი გარჩევადობა 320×480 (HVGA), GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღები, Bluetooth, Wi-Fi, FM-რადიო და 3,5-მილიმეტრიანი აუდიობუდე. ჩაშენებული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 158 მბ და ასევე სლოტი MicroSD ფორმატის ფლეშ-ბარათისთვის. აკუმულატორის მოცულობა — 1 350 მა/სთ.

პროგრამული მახასიათებლებიდან აღსანიშნავია: ვირტუალური Swype-კლავიატურა, წვდომა Android Market-ის და Samsung Apps-ის კატალოგთან და ასევე პროგრამა Social Hub.

Samsung Galaxy Gio განკუთვნილია GSM/GPRS/EDGE და UMTS/HSDPA ქსელებში სამუშაოდ.

მოწყობილობის –– 110,5×57,5×12,15 მმ.

სიახლის დემონსტრაცია შედგება Mobile World Congress 2011-ის გამოფენაზე (14–17 თებერვალი, ბარსელონა, ესპანეთი). სადაც სავარაუდოდ ცნობილი გახდება მისი ღირებულებაც.

გამოყენებულია Samsung-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.