Acer–ის დესკტოპ–მომობლოკების ხაზი კიდევ ერთი მოდელით, Aspire Z5761–ით შეივსო, რომელსაც გააჩნია 23–დიუმიანი სენსორული «მულტითაჩ»–დისპლეი. სიახლის ეკრანის გაფართოება — 1920×1080 პიკსელი (Full HD).
მოდელი აღჭურვილია Intel Core–ს მეორე თაობის პროცესორით; გრაფიკულ ადაფტერზე ინფორმაციას მწამოებელი ჯერჯერობით არ აქვეყნებს, თუმცა სავარაუდოდ ის «ძალიან მძლავრი» იქნება. DDR3–ის მოცულობა მაქსიმალურ კონფიგურაციაზე 8 გბ–ს შეადგენს, ვინჩესტერის ტევადობა — 1,5 ტბ–ს.
კომპიუტერს ასევე გააჩნია DVD დისკების ოფტიკური მიმღები, 5–ვატიანი სტერეოსისტემა Dolby Home Theater v4 ტექნოლოგიის მხარდაჭერით, მულტიფორმატული ქარდრიდერი, 8 USB-პორტი, Wi-Fi (IEEE 802.11b/g/n) და Bluetooth 2.1 ადაფტერი, ქსელური ბარათი და «მაღალი გარჩევადობის» ვებ–კამერა. მყიდველს, ასევე შეუძლია Blu-ray ჩამწერისა და TV-ტუნერის შეკვეთა.
სიახლის კომპლექტაციაში შედის: ოპერაციული სისტემა Windows 7 Home Premium, Acer TouchPortal–ის პროგრამული პაკეტის დამატება, რომელიც სენსორული დისპლეის დახმარებით კომპიუტერთან მუშაობის გასამარტივებლად შეიქმნა.
ინფორმაცია Acer Aspire Z5761–ის ღირებულების შესახებ ჯერჯერობით უცნობია.
გამოყენებულია Acer-ის მასალები

