კომპანია Nokia–მა გასული წლის მეოთხე კვარტლის მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა.
მობილური ტელეფონების მსოფლიოში უმსხვილესმა მწარმოებელა სამი თვის განმავლობაში €12,65 მლრდ მიიღო, რაც 2009 წლის უკანასკნელ მეოთხედთან შედარებით 6%–ით მეტია, თუმცა სუფთა მოგება 21%–ით შემცირდა — €948–დან €745 მლნ–მდე.
ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით Nokia–მ ბაზარზე 123,7–მლნ «ყურმილი» გაიტანა. ეს მაჩვენებელი, კვარტალური გამოთვლებით, 12%–ით მეტია, თუმცა წლიური გამოთვლებით 3%–ით ნაკლები. სმარტფონების გაყიდვების რაოდენობა 36%–ით გაიზარდა — 28,3 მლნ ერთეულამდე. აპარატების საშუალო ღირებულება, ერთი წლის განმავლობაში, €64–დან €69–მდე გაიზარდა.
Nokia–მ 2010 წელს, სულ €42,45 მლრდ მიიღო. ეს რეზულტატი 4%–ით მეტია 2009 წლის მაჩვენებელთან შედარებით, როცა კომპანიის შემოსავალი €40,98–მლრდ–ს შეადგენდა. სუფთა მოგება, წლიური გამოთვლებით, €891–მლნ–დან €1,85–მლრდ–მდე გაიზარდა, ანუ დაახლოებით ორჯერ.
ამასთან, თავად Nokia–ს შეფასებით, კომპანიის წილი მსოფლიო ბაზარზე შემცირდა. თუ ერთი წლით ადრე კომპანია 34%–ს აკონტროლებდა, დღეისათვის ეს მაჩვენებელი 32%–მდე ჩამივიდა.
მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში Nokia წარმოადგენს სმარტფონებს ოპერაციული სისტემის, MeeGo–ს მართვის ქვეშ, რომელიც შეეცდება კონკურენცია გაუწიოს «გუგლფონებსა» და Apple–ის კომუნიკატორებს.
ფინანსური რეზულტატების გამოქვეყნების შემდეგ Nokia–ს აქციები 6%–ით გაიაფდა — €7,3–მდე.
წყარო: Nokia

