როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს 27 იანვარს, კომპანია Sony Computer Entertainment-მა დააანონსა თავისი მეორე თაობის პორტატული სათამაშო კონსოლი.

სიახლის კოდური სახელია NGP (Next Generation Portable); ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახელით გამოვა სიახლე ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ მისი სახელი იქნება PSP2 (PlayStation Portable 2).

მოდელის აპარატული პლატფორმაა ოთხბრითვიანი (!) პროცესორი ARM Cortex-A9-ის არქიტექტურით და გრაფიკული ამაჩქარებელი PowerVR SGX543MP4+, რომელსაც ასევე აქვს ოთხი ბირთვი.

მოდელმა მიიღო 5-დიუმიანი (OLED) სენსორული დისპლეი წერტილოვანი გარჩევადობით 960×54; შედარებისთვის, წინამორბედ PlayStation Portable სერიის კონსოლებს ჰქონდათ TFT-ეკრანი გარჩევადობით 480×272 პიქსელი.

ასევე შეიცვალა მართვის პანელიც. უკანა მხარეს განთავსებულია სენსორული პანელი, რომელსაც აქვს «მულტითაჩ» ტექნოლოგიის მხარდაჭერა, ხოლო წინა მხარეს ––  ორი ანალოგური ჯოისტიკი ერთის ნაცვლად. NGP-ს აქვს გიროსკოპი და აქსელერომეტრი.

სიახლეს აქვს ორი კამერა ( ერთი — უკანა, ხოლო მეორე — წინა მხარეს), GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისიტემის მიმღები, ელქტრონული კომპასი, Bluetooth 2.1+EDR, Wi-Fi (IEEE 802.11b/g/n), 3G-მოდული, ჩაშენებული სტერეოფონური დინამიკები და მიკროფონი. ასევე შემოთავაზებულია სლოტი UMD-დისკებისთვის.

აღსანიშნავია ახალი სათამაშო პროგრამული ინტერფეისი LiveArea, რომელიც მჭიდროდ არის ინტეგრირებული სოციალურ ქსელებთა და ასევე აღსანიშნავია LBS-სერვისი, რომელიც არის ერთერთი მთავარი ქსელი PlayStation Network-ში.

Sony NGP-ის რელიზი დაგეგმილია 2011 წლის ბოლოს, ხოლო მოწყობილობის ღირებულება უცნობია.

წყარო: Sony Computer Entertainment და Engadget.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.