სულ მალე გაყიდვაში გამოვა სიმპათიური მოწყობილობა, წევის ძალას მასში ქმნის საკმაოდ რეაქტიულად გამოტყორცნილი წყალი.

JetLev-ის შემუშავება დაიწყო ათი წლის წინ, როდესაც წარმოშობით ჩინელმა კანადელმა რეიმონდ ლიმ გამოიგონა მოწყობილობა რომელიც იძლეოდა ჰაერში ცოტა ხნით გაჩერების საშუალებას. ის მუშაობდა რეაქტიული წევით, მაგრამ ჰქონდა მთავარი მინუსები, ფრენის ძალიან დაბალი ხანგრძლივობა და საწვავის დიდი ხარჯი.

საწვავის მაგივრად, JetLev-ს ზევით ააქვს წყლის ნაკადები. აპარატი შედგება მთავარი ნაწილისგან და მართვის  ბერკეტებისგან, რომელიც ათ მეტრიანი შლანგით შეერთებულია მდინარეზე მცურავ ნავზე. სწორედ მასშია მთავარი ძალა: ნავი არაჩვეულებრივია, მას აქვს 250 ცხენის ძალის ძრავი. რაც უზრუნველყოფს შესრუტული წყლის ნაკადის აჩქარებას.

წყალმფრქვევი, იწონის 14კგ-ს, მას წყალზე შეუძლია ფრენა და მისი მაქსიმალური სიჩქარეა 35 კმ/სთ. ფრენის ხანგრძლივობა მაქსიმალური სიჩქარით შეადგენს 1 დან 2 სთ-მდე. წყლისთვის მიმართულების შეცვლით შესაძლებელია მიმართულების შეცვლა და ასევე ჰაერში ზემოთ ასვლა და ქვემოთ ჩამოსვლა.

გართობა საკმაოდ უსაფრთხოა: პატარა ინსტრუქტაჟი ახალბედას მისცემს საშუალებას თავისით მართოს აპარატი. თუ ადამიანს რაიმე შეეშალა და ჩავარდა წყალში მაქსიმუმი სიმაღლე 10 მეტრია, და ეს ის სიმაღლე არ არის საიდან ჩამოვარდნის შემთხვევაშიც დიდ ტრამვას მიიღებს.

JetLev-ზე მუშაობა კანადელმა მეცნიერმა და მისმა მეგობრებმა დაიწყეს 2003 წელს, ხოლო 2005 წლის მარტში ჩაატარეს პირველი ტესტური ფრენები. დღეისათვის აპარატი ბოლომდე მზადაა წარმოებისა და გაყიდვაში გასვლისათვის. მისი ფასია 175 ათასი დოლარი. მისი გამოყენება შესაძლებელია პლაჟზე გასართობად. ბატონ ლის ასევე იმედი აქვს, რომ მისი მოწყობილობა მაშველებსაც გამოადგებათ წყალზე სამაშველო ოპერაციების ჩატარებისას.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=7-KczCp0OQ4

გამოყენებულია NewScientist-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.