ფრანგი არქიტექტორი ჟან-პიერ უდენი ამტკიცებს, რომ გიზის დიდ პირამიდას (ხეოფსი) შესაძლოა ქონდეს ორი საიდუმლო ოთახი, რომლების არსებობის შესახებაძ ჯერ-ჯერობით არავინ არ იცოდა.

ოთახი პირამიდის ცენტრში უდენმა “დაინახა” 3D-მოდელირების მეშვეობით, ცნობების შესწავლის შემდეგ, რომელიც წარმოადგინა ამერიკელმა ეგვიპტოლოგმა ბობ ბრაიერმა.

არქიტექტორის აზრით, ამ ოთახებში ინახება ავეჯი, რომელიც ფარაონ ხუფუს, რომელიც ცნობილია როგორც ხეოფსი, უნდა გამოეყენებინა სიკვდილის შემდეგ. ასეთი ოთახები არის სნეფუს პირამიდაში, ხუფუს მამის. შესაძლოა ძველი პირამიდის ელემენტები გამოყენებულია დიდ პირამიდაშიც. ასევე ბლოკები, რომლებიც ქმნიან ჩრდილოეთ კედელს თითქოს მიანიშნებენ იქ გასასვლელის არსებობას, რომელსაც მივყავართ ასეთ ოთახებამდე და შემდეგ გასასვლელისაკენ გადის.

პრეს-კონფერენციაზე ჟან-პიერ უდენმა განაცხადა, რომ ძალიან უნდა საიდუმლო ოთახების პოვნა.

2007 წლის მარტშო დღის გმირმა წამოჭრა თეორია, რომლის თანახმადაც ხეოფსის პირამიდა შენდებოდა შიგნიდან გარეთ, შიდა სპირალური პანდუსის მეშვეობით, და არა გარე, როგორც აქამდე ითვლებოდა. ამის დასამტკიცებლად მან შესთავაზა ექსპედიციის მოწყობა ეგვიპტოლოგებთან და ფრანგ ინჟინრებთან ერთად. თუმცა ბატონი ედენის ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა, რადგან ეგვიპტის სიძველეთა საქმეების საბჭომ უარი თქვა ექსპედიციის მოწყობაზე.

ხოლო წელს ექსპედიციაზე უფლების მოპოვებას შეეცდებიან კანადელი სპეციალისტები ლავალის უნივერსიტეტიდან კვებეკში.

გამოყენებულია ფრანს-პრესის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.