ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია ფლაგმანურ «გუგლფონზე» Motorola Droid X2-ზე (Daytona), რომელიც გაზაფხულზე შეცვლის მოდელს Droid X-ს.
სიახლე სავარაუდოდ მიიღებს 4,3-დიუმიან სენსორულ დისპლეის წერტილოვანი გარჩევადობით 540×960 ( ზუსტად ისეთს როგორიც აქვს Atrix 4G-ს და Droid Bionic-ს) და nVidia Tegra-ს მეორე თაობის აპარატულ პლატფორმას, რომელსაც აქვს 2 ბირთვიანი CPU. სავარაუდოდ პროგრამული პლატფორმად გამოყნებული იქნება Android 3.0.
გარდა ამისა, აღსანიშნავია 8-მეგაპიქსელიანი კამერა HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 720p ფორმატში, სლოტ MicroSD ფორმატის ფლეშ-ბარათისთვის, და ასევე USB 2.0 და HDMI პორტები.
Motorola Droid X2-ის გაყიდვებით დაკავებული იქნება ამერიკული ფიჭური ოპერატორი Verizon Wireless; რაც იმას ნიშნავს, რომ მოდელი განკუთვნილი იქნება CDMA EV-DO ქსლებში სამუშაოდ და ასევე შესაძლებელია LTE.
გამოყნებულია Hot Hardware-ის მასალები.

