ყველა სერიოზული კომპანიის ხელმძღვანელი თავის ვალად თვლის სამუშაო მაგიდაზე ჰქონდეს  რაიმე უცნაური, საინტერესო ნივთი როგორიცაა მაგალითად ნიუტონის ბურთები. სავარაუდოდ ასეთ ადამიანებზე გათვლით გამოუშვეს გაყიდვაში  სრულად ფუნქციონალური შიდა წვის ძრავის მინიატურული ვერსია. 🙂

მექანიზმი ჩქარდება წუთში ორიათას ბრუნამდე, მისი დეტალები დამწადებულია სპილენძისგან, უჟანგველი რკინისგან და ალუმინისგან, ხოლო წარმოება გერმანულ ინჟინერულ კომპანიას დაევალა. სწორედ ეს წარმოადგენს მექანიზმის საიმედოობის გარანტიას, ის შეიცავს კარბურატორს, ნაპერწკლის საცობს და დგუშს. მექანიზმს საკმაოდ მოკრძალებული გაბარიტები აქვს: 178x121x121 მმ.

ძრავის დაქოქვა ერთი ნაწილის გადატრიალებით ხდება, ხოლო საწვავის სახით გამოიყენება ბუტანი. დაქოქვის საცობები მუშაობენ პიეზოელემენტის ხარჯზე, რომელიც მიმაგრებულია მარეგულირებელ დისკზე. ხოლო ბრუნების სიხშირე რეგულირდება საწვავის სარქველის მეშვეობით. ძრავის ხმაური ფაქტიურად ცვეულებრივი სამზარეულოს ბლენდერის ხმის იდენტურია, გამონაბოლქვი აბსოლუტურად არატოქსიურია, ასე რომ მისი გამოყენება სახლებში და ოფისებში თავისუფლადაა შესაძლებელი. ბოლომდე ავსებული ავზი 15 წუთი ყოფნის. თუმცა მისი ფასი საკმაოდ მაღალი, ის შეადგენს 999,95 დოლარს !

გამოყენებულია hammacher-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.