პირველი სახის შუთერის Call of Duty: Black Ops–ის გადმოსაწერი დამატება გაყიდვაში გამოვიდა, იუწყება გამომცემლობა Activision.
თამაში First Strike ჯერჯერობით მხოლოდ Xbox Live Arcade–ქსელში ვრცელდება. რამდენიმე ხნის განმავლობაში (შესაძლოა დიდი ხნის) ის Xbox 360–ექსკლუზივად დარჩება, თუმცა სტუდია Treyarch–ის ქმნილება PC-ზე, PS3–ზე, Wii–ზე და DS–ზე უკვე დაიწერა. ადდონის ღირებულება $15–ს შეადგენს.
დამატების ექსკლუზიურობა იმაში მდგომარეობს, რომ კორპორაცია Microsoft–მა Activision–თან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად 2012 წლამდე Call of Duty: Black Ops–ის ყველა დამატება, პირველ რიგში, Xbox 360–თვის გამოვა.
თამაში კონკრეტულად ქსელური ბრძოლებისთვის შეიქმნა: მულტიფლეიერ–რეჟიმისთვის მოთამაშეები ოთხ დამატებით რუკას მიიღებენ, ხოლო ზომბი–რეჟიმისთვის — ერთს. საუბარია, არქტიკაში ბაზირებულ ნაცისტურ ძალებზე, იაპონურ ქალაქებზე და აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის აღმართულ საგუშაგოებზეც კი.
თამაშის თრეილერი:
წყარო: VG247

