კომპანია Canalys–მა 2010 წლის მეოთხე კვარტლის მობილური ოპერაციული სისტემების ბაზრის წილები შეაფასა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ: Google Android–ის კომუნიკატორებმა გაყიდვების მოცულობით პირველად გაასწრეს Symbian–ის «ყურმილებს». ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში, 33,3 მლნ «გუგლფონი» გაიყიდა, რაც საერთო ჯამში გაყიდული კომუნიკატორების 32,9%–ს შეადგენს. შედარებისთვის: 2009 წლის ბოლო მეოთხედში 4,7 მლნ Android–სმარტფონის რეალიზება მოხდა, ანუ წლიური გამოთვლებით ზრდამ 615% შეადგინა.

Symbian-მოწყობილობების გაყიდვები მხოლოდ 30%–ით გაიზარდა — 23,9–დან 31,0 მლნ ერთეულამდე. ამ სმარტფონების წილი 44,4–დან 30,6%–მდე შემცირდა.

16,2 მლნ გაყიდული «აიფონით» Apple ინარჩუნებს თავის პოზიციებს ბაზარზე, მისი საბაზრო წილი 0,3%–ით, 16,3–დან 16,0%–მდე შემცირდა. მეოთხე ადგილზე კანადური RIM იმყოფება, რომელმაც 14,6 მლნ BlackBerry–ის რეალიზება მოახერხა, საბაზრო წილი კი 20,0–დან 14,4%–მდე შემცირდა. ხუთეულს კორპორაცია Microsoft ხურავს, რომელიც მიზერულ, 3,1%–ს დასჯერდა.

Canalys–ის ანალიტიკოსები, ასევე აღნიშნავენ რომ კომპანია Nokia, 28%–ით, სმარტფონების მსოფლიოში უმსხვილეს მწარმოებლად რჩება. ხუთეულში შედიან: Apple, RIM, Samsung და HTC შესაბამისად 16, 14, 11 და 8%.

საერთო ჯამში, გასულ კვარტალში 101,2 მლნ სმარტფონი გაიყიდა, რა 2009 წელთან შედარებით 89%–ით მეტა.

წყარო: Canalys

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.