კორპორაცია Intel მიმდინარე წელს გეგმავს პლანშეტების გამოშვებას სხვადასხვა პროგრამულ პლატფორმებზე.
«ინტელი» 2011 წლის შუანახევრისკენ, წარმოადგენს პლანშეტებს MeeGo-ს ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ. სავარაუდოდ ეს გაჯეტების დემონსტრირება შედგება Computex 2011-ის გამოფენაზე, რომელიც ჩატარდება ტაივანში ივნისის დასაწყისში.
MeeGo-კომპიუტერების ძირითადი რაოდენობის გამოშვება სავარაუდოდ იგეგმება მესამე კვარტალში. ამ პლანშეტების მფლობელებს აპლიკაციების დაყენება შეეძლებათ ონლაინ სერვისით AppUp Center.
აღსანიშნავია, რომ «ინტელის» გეგმებში შედის პლანშეტური კომპიუტერების გამოშვება Windows 7-ის და Android-ის მართვის ქვეშ. სავარაუდოდ, ყველა მოწყობილობაში გამოყენებული იქნება Atom-ის პროცესორი მცირე ენერგომოხმარებით.
გამოყენებულია Fudzilla-ს მასალები.

