დევიდ სოლტმა პერდიუს უნივერსიტეტიდან (ა.შ.შ) გაარკვია, თუ როგორ ადაპტირდებიან მცენარეების ცუდ გარემოსთან გენეტიკურ დონეზე.

რამდენიმე წლის წინ პროფესორმა აღნიშნა, რომ Arabidopsis thaliana-ის კარგად შესწავლილი ერთ-ერთი სახეობას შეუძლია არსებობა ნატრიუმის მაღალი შემცველობის გარემოში. მეცნიერმა თესლებისგან გამოზარდა 300-ზე მეტი ასეთი ტიპის მცენარე, რომელიც შეგროვილი იყო მთელს ევროპაში. მცენარეების გამოყავდა უმარილო მიწაში და ის დროდადრო ზომავდა ფოთლებში ნატრიუმის შემცველობას.

მცენარეები ნატრიუმის დიდი შემცველობით იზრდებოდნენ იმ თესლებისგან, რომელიც შეგროვილი იყო ზღვის ნაპირთან ახლოს, ან ისეთ ადგილას სადაც მიწაში მარილის დიდი რაოდენობა იყო. ამ ორგანიზმების დნმ-ში აღმოჩენილია გენ HTK1-ის სუსტი ფორმა, რომელიც არეგულირებს ფოთლებში ნატრიუმის მიტანას.

დიდი ხანია ცნობილია, რომ მცენარეები ადაპტირდებიან მიწაასთან, მაგრამ მოლეკულური მექანიზმი, რომელიც ამ მოვლენის საფუძველია ჩრდილში რჩებოდა. როგორც ჩანს, ბუნებრივი გადარჩევა (Natural Selection) ახდენს გენების ექსპრესიის ადაპტირებას გარემო პირობებთან. შეიძლება ეს იმას ნიშნავდეს, რომ არ გვაქვს იმის მიზეზი რომ ვიღელვოთ გლობალურ დათბობაზე? კი, მცენარეებს უნდა ადვეხმაროთ, გენების იდენთიფიცირებაში, იმ გენების იდენთიფიცირებით, რომლებიც პასუხს აგებენ გამომშრალ, მაღალი ტემპერატურის გარემოში მის ადაპტირებაზე. ევოლუციას ათასობით წელი ჭირდება, ხოლო კლიმატი დღესდღეობით საკმაოდ სწრაფად იცვლება.

გამოკვლევის შედეგები გამოქვეყნდება ჟურნალ PLoS Genetics-ში.

გამოყენებულია PhysOrg-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.