Saints Row–სერიის მესამე ნაწილი გაყიდვაში მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოჩნდება, იუწყება გამომცემლობა THQ.
თამაში გამოვა შემდეგი პლატფორმებისთვის: PC, Xbox 360 და PS3. პროექტის შექმნაზე სტუდია Volition ზრუნავს. მოიხედავად მოახლოებული რელიზისა, თამაშის დეტალები თითქმის უცნობია; მისი პრეზენტაცია გასული წლის დეკემბერში უნდა შემდგარიყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ღონისძიება გადაიდო…
«Saints Row 3 ნამდვილი ფინანსური მანქანა იქნება, — განაცხადეს THQ–ში. — ინფორმაცია თამაშის დეტალების შესახებ ძალიან მალე გახდება ცნობილი». თუ კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს გავითვალისწინებთ, ოფტიმიზმი სრულიად გასაგებია.
Saints Row–სერია, ფაქტიურად, GTA–ს კლონს წარმოადგენს, თუმცა ერთ–ერთ საუკეთესოს. მეორე ნაწილში მოქმედება, გამოგონილ ქალაქში, სთილუოთერში ვითარდება; მთავარი გმირი გარბის ციხიდან, რომელსაც თან კამერის კომპანიონი მოჰყვება, რის შემდეგაც ორივენი საკუთარი საკუთარი ბანდის შექმნას გადაწყვეტენ. Saints Row–ის მთავარი ეშხი იმაში მდგომარებს, რომ მოთამაშეს ძალიან დიდი რუკა და მოქმედების თავისუფლება ეძლევა. დიახ, ისევე როგორც GTA–ში…
Saints Row 2–ის თრეილერი:
წყარო: Eurogamer

