პლანშეტური კომპიუტერების ბაზარზე გამოსვლის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს კომპანია ASUS.
ASUS-ის ვიცე-პრეზიდენტის ერიკ ჩენის (Eric Chen) განცხადებით, გამოსვლისთვის მზადდება გაჯეტი, რომელიც აწყობილი იქნება ARM-ის პროცესორის ბაზაზე. მობილურ ქსელებში სამუშაოდ, მოწყობილობას ექნება ინტეგრირებული 3G მოდული. მისი წარმოებისას დიდი ყურადღება დაეთმობა სამომხმარებლო ინტერფეისის ხარსიხს და კომფორტს. პლანშეტის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იქნება პროგრამული კომპონენტი. აცხადებს ერიკ ჩენი.
ASUS-ის მმართველმა არც უარყო და არც დაეთნხმა ინფორმაცია იმის შესახებ რომ, გაჯეტში გამოყენებული იქნება nVidia Tegra-ს მეორე თაობის პლატფორმა, რომელშიც ჩასმული იქნება 2 ბირთვიანი პროცესორი ARM Cortex A9 1 გჰც-ის სიხშირით. გაურკვეველია რომელი ОS იქნება გამოყენებული პლანშეტზე, თუმცა არის ვერსია რომ პროგრამული პლატფორმის როლი შეიძლება შეასრულოს Google Android ოპერაციულმა სისტემამ ან Chrome OS-მა. პრეზენტაცია სავარაუდოდ შედგება ივნისის დასაწყისში . Computex Taipei 2010-ის ჩვენებაზე.

გამოყენებულია TechSpot.-ის მასალები.
