მთელი ცხოვრება ოცნებობდით გამხდარიყავით მოცურავე და მიგეღოთ მონაწილეობა ოლიმპიადაში, მიუხედავად ამისა მაინც კუნძივით ცურავთ? გამომცემლობა 505 Games იცის როგორ დაგეხმაროთ.

რატომ უნდა იაროთ აუზში, როცა საკუთარ მისაღებში შეგიძლიათ ბანაობა? საკმარისია დაიცადოთ ივლისამდე, როცა სტუდია Blitz Games გამოუშვებს თამაშს სახელწოდებით Michael Phelps — Push The Limit. ინფორმაციისთვის: Blitz ადრე მუშაობდა ისეთ «არაფრის მთქმელ» თამაშებზე, როგორიცაა Biggest Loser და SpongeBob SquarePants: Creature from the Krusty Krab.

თუმცა ეს პროექტი განვითარების ახალი საფეხურია. თამაში მხოლოდ Xbox 360–თვის მუშავდება, უფრო ზუსტად მანიპოლატორ Kinect–თვის. ეს უკანასკნელი, სპეციალური კამერის საშუალებით, ეკრანზე ზუსტად ასახავს მოთამაშის მოძრაობას. მომხმარებელს ზუსტი, სწრაფი და სასაცილო (გულშემატკივარის თვალთახედვით) მოძრაობების გაკეთება მოუწევს, რათა თავის ვირტუალური სპორტსმენი, ფენომენალური «ბალტიმორის ტყვია», მაიკლ ფელპსი პირველ ადგილზე გაიყვანოს.

კარიერულ რეჟიმში მოთამაშეს მოუწევს სხვადსხვა ტიპის ტურნირებში, მსოფლიო მაშტაბით, მონაწილეობის მიღება: როგორც ოლიმპიურ აუზებში ასევე გაშლის წყალში. ასევე მომხმარებელს ელოდება «წყლის ზუსტი ფიზიკური მოდელი და ქრონომეტრაჟი 1/100 წამის სიზუსტით».

თამაშის თრეილერი:

წყარო: Wired

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.