კომპანია Strategy Analytics–ის შეფასებით, Google Android–ის პლანშეტური კომპიუტერების წილი გასული წლის ბოლო მეოთხედში, 2010 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ათჯერ გაიზარდა.
ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში, 2,1 მლნ Android–პლანშეტი გაიყიდა. შედარებისთვის: მესამე კვარტლაში ამ მოწყობილობების მოწოდება 100 ათას შეადგენდა. ბაზარზე, ამ OS-ის პლანშეტების წილი 2,3–დან 22%–მდე გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის მესამე მეოთხედში Apple პლანშეტური ბაზრის 95%–ს აკონტროლებდა, დღეისათვის ეს მაჩვენებელი 75%–მდე ჩამოვიდა. iPad–ის მიწოდების რაოდენობამ 7,33 მლნ ერთეულს მიაღწია, ანუ 2010 წლის მესამე მეოთხედთან შედარებით 74%–ით გაიზარდა.
დღეისათვის ყველაზე გაყიდვად Android-პლანშეტს კომპანია Samsung–ის Galaxy Tab წარმოადგენს, რომლის გაყიდვების მოცუობამ 2 მლნ ერთეულს გადააჭარბა. უახლოეს მომავალში «გუგლპლანშეტების» წარმოებას, სხვა, ისეთი მსხვილი კომპანიებიც აპირებენ, როგორიცაა Motorola. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ Apple iOS–სა და Android–ის პლანშეტური კომპიუტერების საბაზრო წილები 2012 წლისათვის გათანაბრდება.
წყარო: Bloomberg

