ჭორები, პროექტის 2011 წლის გაზაფხულზე გამოსვლის შესახებ რეალური გახდა: RPG ჟანრის თამაშის, Dragon Age II–ის დემოვერსია თვის ბოლოს გამოვა.
ინფორმაცია, როგორც BioWare–მ, ასევე სტუდია Electronic Arts–მა დაადასტურა. კონკრეტულად, დემო 22 თებერვალს PC-ზე, PS3–სა და Xbox 360–ზე გამოვა. ევროპული სეგმენტისთვის კონსოლურ ქსელში, PSN–ში პროექტი ერთი დღის შემდეგ გამოჩნდება.
სამი კლასიდან ერთ–ერთის არჩევის შემდეგ მოთამაშე უნდა გაემგზავროს კირკვოლში, სადაც გაიგებს, მთავარი გმირის, ჰაუკის ბედის შესახებ, ასევე გაიცნობს იზაბელას, დამნაშავესა და ქურდს, რომელიც მზად არის შეუერთდეს პარტიას. გამომცემლები იტყობინებიან, რომ მომხმარებელი დემოვერსიაში მიიღებს «უნეკალურ ხმალს», რომელიც ზრდის მანას, სიცოცხლესა და საბრძოლო უნარებს…
თამაშის სრული ვერსია 8 მარტს გამოვა.
თამაშის თრეილერი:
წყარო: Electronic Arts

