პირველი სახის ტაქტიკური შუთერი Battlefield 3 დამუშავების პროცესშია, იუწყება ამერიკული პროფილირებული ჟურნალი GameInformer.

გუშინ მან განაცხადა შემდეგი ნომრის შინაარსისა და მწარმოებლის შესახებ, საიდანაც ცნობილი გახდა რომ პროექტის დამუშავებაზე EA-ს შვილობილი Digital Illusions CE იზრუნებს. ასევე, Frostbite 2.0-ის ძრავაზე დაფუძნებული სიახლე, 2011 წლის მიწურულს, გამოვა PC-ზე PlayStation 3-სა და Xbox 360-ზე.

თამაშში შესაძლებელია ერთმომხმარებლიანი კამპანიაც გამოჩნდეს, თუმცა პროექტის მთავარი ღირსშესანიშნაობა, როგორც Battlefield-ის სერიიებისთვის არის დამახასიათებელი, ქსელური ბრძოლები იქნება. «სრულყოფილმა ქსელურმა ძრავამ და PC-ზე 64 მოთამაშის მხარდაჭერამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს» განაცხადეს მწარმოებლებმა.

წყარო: Eurogamer

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.