დღესდღეობით, დამწვრობების მკურნალობისას რამდენიმე კვირა მხოლოდ იმაში იხარჯება, რომ შეიქმნას აუტოგენური ტრანსპლანტატი რომელიც დახურავს ჭრილობას. მაგრამ ეხლა უკვე რეგენერაციული მედიცინის ინსტიტუტის პროდუქტის წყალობით, ეს დრო შესაძლოა რამოდენიმე დღემდე დავიდეს.
თავიდან მეცნიერებმა პაციენტის აიღეს ჯანმრთელი კანის ნაჭერი და მისგან გამოყვეს კანის უჯრედები, ღეროვანი უჯრედების ჩათვლით. შემდეგ დადგა “კანის პისტოლეტის” რიგი: მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედებით დატენეს სტერილური შპრიცი, მიუერთეს ტუჩს, რომელიც გავს კარტრიჯს და პაციენტის კანის ღეროვანი უჯრედები გააქრეს მისივე ჭრილობიდან. რის შემდეგაც შეხორცების პროცესის აჩქარებისათვის სპეციალისტებმა გამოიყენეს ხელოვნური სისხლძარღვოვანი სისტემა.
ახალი მეთოდიკის მნიშვნელოვან ნაწილს ასევე ჭრილობის უნოვაციური შესახვევი წარმოადგენს. გარეგნულად ის ჩვეულებრივ გადასახვევს გავს, მაგრამ მასში გადის განსაკუთრებული მილები, რომლებიც ერთი მხრიდან მოქმედებენ როგორც არტერიები, ხოლო მეორე მხრიდან როგორც ვენები, შედეგად გამოდის ბანდაჟი-ბიორეაქტორი. ის შეერთებულია ხელოვნურ სისხლძარღვოვან სისტემასთან, ის კვებავს კანის დაზიანებულ ნაწილს გლუკოზით, შაქრით, ამინომჟავებით, ანტიბიოტიკებით და ელექტროლიტებით. უჩვეულო სახვევი წმინდავს კანს, შეაქვს მკვებავი ნივთიერებები და უბრალოდ აღდგენს ღეროვან უჯრედებს, სანამ ისინი არ დაიწყებენ ზრდას დამწვრობის ადგილას.
მეთოდიკა წარმატებით იქნა შემოწმებული ბერლინის დამწვრობის ცენტრში, სადაც სულ რამდენიმე დღეში პაციენტებს აღუდგინეს მთელი დამწვარი სახე და ყური.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=7Y5H9Sasq5U
გამოყენებულია McGowan Institute for Regenerative Medicine-ის მასალები.

