კომპანია comScore–ის მონაცემებით, გასულ კვარტალში, შეერთებულ შტატებში 63,2 მლნ კომუნიკატორის მფლობელი დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი 2009 წლის უკანასკნელ კვარტალთან შედარებით 60%–ით მეტია.
ამერიკელებს შორის ყველაზე გავრცელებულ სმარტფონად Research In Motion–ის BlackBerry რჩება, რომლის წილი 31,6%–ს შეადგენს.
Android–კომუნიკატორმა Apple iPhone–ს უკვე გაასწრო პოპულარობით. comScore–ს შეფასებით, გასული წლის ბოლო მეოთხედში «გუგლფონი» ბაზრის 28,7%–ს ფლობდა, ხოლო «აიფონი» — 25%–ს. ანალიტიკოსები, ასევე აღნიშნავენ, რომ OS Android–ის გაყიდვების რაოდენობა განსაკუთრებით დიდი ტემპებით იზრდება.
8,4%–ით მეოთხე ადგილზე Microsoft–ის მობილური ოპერაციული სისტემა გავიდა, ხოლო Palm–ის პლატფორმას მომხმაებელთა 3,7% იყენებს.
წყარო: comScore

