ტაივანური კომპანია HTC მობილური სათამაშო პლატფორმის განვითარებაში $40 მლნის ინვესტიციას გეგმავს.
ასევე, ტელეფონებისა და სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებელი, $5,3 მლნ დოლარად ($7,5 ერთი ფასიანი ქაღალდი), OnLive–ის აქციების პაკეტის მფლობელიც გახდება. ინვესორის ინტერესები — შეიქმნას ანალოგიური პლატფორმა HTC–მოწყობილობებისთვის.
შეგახსენებთ, რომ OnLive საშუალებას იძლევა მომხმარებელმა ითამაშოს ნებისმიერი თამაში PC-სა და «მაკინტოშზე». კონკრეტულად — თავად თამაში OnLive–ის სერვერებზე ეშვება, ხოლო მომხმარებელი მხოლოდ მზა სურათს იღებს. თუმცა მოთამაშეებისგან სავალდებულოა ორი რამ: სწრაფი ინტერნეტი და ყოველთვიური გადასახადი $10–ის ოდენობით. რაღაც მსგავსის ინტეგრირება სურს HTC–ს თავის მოწყობილობებში. სხვათა შორის, OnLive უკვე თანამშრომლობს British Telecom–თან, Warner Bros.–თან და AT&T–თან.
«მობილური თამაშები სულ უფრო რთულდება და დიდ წარმადობას საჭიროებს, — განაცხადა HTC–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პიტერ ჩოუმ (Peter Chou). — OnLive–ში ფულის დაბანდება, ჩვენ, ამ სეგმეტში პოზიციის გამყარებისა და ჩვენს პლატფორმებში თამაშების ოფტიმიზაციის საშუალებას მოგვცემს».
გარდა ამისა, HTC–მა ბრიტანული კომპანიის, Saffron Digital–ის შეძენის შესახებაც განაცხადა, რომელიც, ასევე, მობილური ტელეფონების ბაზარზე მუშაობს. შეთანხმების ღირებულება — $48,6 მლნ.
OnLive–ის პრეზენტაცია:
წყარო: GamesIndustry

