Activision Publishing–ის დირექტორმა, ერიკ ჰირშბერგმა (Eric Hirshberg), გამოაქვეყნა თამაშების სია, რომელთა რელიზი 2011 წლისთვის არის დაგეგმილი.

წლის უმსხვილეს პროექტად გამომცემლები Call of Duty: Modern Warfare 3–ს მიიჩნევენ, რომლის რელიზი ნოემბერში არის დაგეგმილი. მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა ჰირშბერგმა ამ პროექტს ნაკლები ყურადღება მიაქცია, მან მულტფილმებისა და კინოფილმების მოტივებზე აგებული თამაშების მთელი არმია ჩამოთვალა.

«ჩვენ, კინოლიცენზიებით, ორი უმსხვილესი პროექტის გამოშვებას ვაპირებთ, — განაცხადა ერიკ ჰირშბერგმა. — პირველი — ეს არის X-Men–სერიის გაგრძელება, რომელიც კინო–ფილმ X-Men: First Class–ის რელიზთან არის დაკავშირებული. მეორე თამაში — Transformers 3, რომელიც მაიკლ ბეის ახალ კინოსურათთან, Transformers: Dark of the Moon–თან ერთად გამოვა».

ასევე, მოსალოდნელია Spider-Man–ისა და Wipeout–სერიის გაგრძელება.

და ბოლოს, ცნობილი გახდა, რომ 2011 წელს Activision, სკეიტბორდის სიმულატორის, Tony Hawk–ის გაგრძელებას არ გამოუშვებს!

რადგან თამაშის თრეილერი არ არსებობს, აი თქვენ კინოფილმ Transformers: Dark of the Moon–ის თრეილერი:

წყარო: Eurogamer

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.