გამომცემლობა THQ–მ რეალური დროის სტრატეგიის, Dawn Of War II: Retribution–ის ბეტა–ვერსიის ხელმისაწვდომობის პირობები ახსნა.
არსებობს ორი გზა. ისინი, ვინც Steam–ის სტემაში თამაშის წინა ვერსიის გამოსვლისას დარეგისტრირდნენ, «ბეტას» ზედმეტი დამატებითი პირობების გარეშე მიიღებენ: საკმარისია სისტემაში ჩართვა და თამაშის გადმოქაჩვა. დანარჩენებისთვის აუცილებელია მიაკითხონ საიტ Dawn of War Community–ს, შექმნან ექაუნთი და მხოლოდ ამის შემდეგ მოითხოვონ ბეტა–ვერსიის აქტივაციის გასაღები.
ტესტირება 24 თებერვალს, გვიან ღამით შეწყდება. ბეტა–ვერსიაში იქნება ექვსივე რასა, ყველა ქვედანაყოფი და რამდენიმე რუკა ქსელური ბრძოლებისთვის.
სრულფასოვანი თამაშის რელიზი 1 მარტს შედგება. თამაშის სიუჟეტი ვითარდება Dawn Of War II: Chaos Rising–ში წარმოდგენილი ისტორიიდან ათი წლის შემდეგ. აურილიას სექტორში ისევ დიდი ვნებათაღელვაა: ორკები პირატობენ, ილდარები ისევ რაღაც არტეფაქტს ეძებენ, ხოლო ტირანიდების გილდი ყველა ცოცხალი არსების შესაჭმელად ემზადება…
მწარმოებელი — სტუდია Relic; პლატფორმა — PC.
თამაშის თრეილერი:
თამაშის სქრინშოთები:
წყარო: VG247

