კომპანია Gartner–მა 2010 წლის კომუნიკატორების მსოფლიო ბაზრის ანალიზის რეზულტატები გამოაქვეყნა.
12 თვის განმავლობაში, დაახლოებით, 1,6 მლრდ ფიჭური აპარატი გაიყიდა, ეს მაჩვენებელი 2009 წლის რეზულტატთან შედარებით 31,8%–ით მეტია. წლიური გამოთვლებით, სმარტფონების გაყიდვების ზრდამ 70% შეადგინა, ხოლო მათი წილი მობილურების მსოფლიო ბაზარზე 19%–ს შეადგენს.
ლიდერის პოზიციას ისევ Symbian ინარჩუნებს, თუმცა მისი წილი 46,9%–დან (2009 წელი) 37,5%–მდე ჩამოვიდა. 2010 წელს 111,6 მლნ Symbian-კომუნიკატორი გაიყიდა.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ Android-მოწყობილობებზე მოთხოვნების კოლოსალურ ზრდას, რომელთა გაყიდვების მოცულობა თითქმის 900%–ით (888.8%) გაიზარდა — 6,8–დან 67,2 მლნ ერთეული. «გუგლფონების» წილმა, ერთი წლის განმავლობაში, 3,9–დან 22,7%–ს მიაღწია, რის შედეგადაც პლატფორმა Android, პოპულარობით, ნომერ მეორე მობილური OS გახდა.
47,5 მლნ გაყიდული კომუნიკატორით, Research In Motion ბაზრის 16,0%–ს ფლობს. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2009 წელს ეს მაჩვენებელი 19,9%–ს შეადგენდა. მეოთხე და მეხუთე პოზიციაზე — Apple–სა და Microsoft–ის მობილური პლატფორმები, შესაბამისად 15,7 და 4,2% (14,4 და 8,7% 2009 წელს).
სხვა დანარჩენი მობილური ოპერაციული სისტემები, ერთად, ბაზრის 3,8%–ს ფლობენ.
წყარო: Gartner

