უკვე გარკვეულ ტრადიციად ქცეულ რობოფეხბურთს დაემატება ყველაზე რთული დისციპლინა — სირბილი 42 195მ-ზე.

პროექტი Robot Challenge შემოთავაზებულია იაპონური კომპანია Vstone-ის მიერ, რომელიც, სპეციალიზირდება რობოტების და მათი კომპონენტების წარმოებაზე.

შეჯიბრების წესების თანახმად, ორფეხა მოწყობილობებმა უნდა იარბინონ 442 წერე 100 მეტრიან ტრეკზე. შეჯიბრება ორიენტირებულია არა იმდენად სიჩქარეზე რამდენადაც გამძლეობაზე, რადგან კონსტრუქტორებს მისცემენ რობოტების შკეთების საშუალებას, მაგრამ არა მათი შეცვლის. თუმცა რემონტი დროც რათქმაუნდა აითვლება და საბოლოო ჯამში გაიმარჯვებს მაინც ყველაზე სწრაფი.

არ არის აუცილებელი რობოტები გარბოდნენ: შესაძლოა ნებისმიერი ფორმით გადაადგილება, ოღონდ აუცილებელი პირობაა ორ ფეხზე და არა ბორბლებზე მაგალითად. ასევე არ აქვს მნიშვნელობა რობოტი ატონომიურია თუ დისტანციურად მართვადი. ტურნირის ადგილი და დრო უცნობია, ასევე მისი საპრიზო ფონდიც ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება.

Vstone-ის მოწინააღმდეგე იქნება Robovie-PC, რომელიც შექმნილია კომპანია ATR-თან თანამშრომლობით. რკინის კაცი აღჭურვილია Intel Atom Z530 პროცესორით 1,6გჰც სიხშირე და 1,3 მეგაპიქსელიანი კამერით, რომელიც მოთავსებულია მის თავში. რობოტს აქვს 20 თავისუფლების დონე. მომავალი ათლეტის სიმაღლე, რომელიც ეხლა აქტიურად ემზადება შეჯიბრებისათვის შეადგენს 39სმ-ს ხოლო წონა 2,2კგ.

Robovie-PC დაახლოებით 4 500 დოლარი ღირს.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=IM59zmOZcGA

გამოყენებულია Singularity Hub-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.