Google-ის თავმჯდომარემ ერიკ შმიდტმა დღეს Le Web კონფერენციაზე გამოსვლისას, ისაუბრა ანდროიდზე, კომპანიის გაფართოებაზე და სხვა მრავალ საკითხზე.

როცა მას შეეკითხეს თუ რატომ არ ყიდულობდა ის რომელიმე ფრანგულ კომპანიას, მან ხუმრობით შენიშნა, რომ Google ახლა კვირაში ერთ კომპანიას მაინც ყიდულობს.

ეს საკმაოდ დიდია ისეთი გიგანტისთვის, როგორც Google არის. TechCrunch-ის ჟურნალისტი დაინტერესდა თუ რამდენად მართალი იყო ეს განცხადება და კითხვაზე თუ “რატომ არ აცხადებს კომპანია ამის შესახებ” შმიდტმა უპასუხა “ჩვენ ეს არ გვჭირდება”.

როგორც ცნობილი გახდა ოქტომბერში, ამ წელს Google-მა დახარჯა 1,4 მილიარდი 57 შესყიდვაში. ასე რომ ეს არც ისე შორს არის სიმართლისგან. ამ წელს Google ყველაზე აქტიურად ითვისებდა კომპანიებს, განსაკუთრებით მობილური, სოციალური და საძიებო სექტორიდან.

ვანხოთ გააგრძელებს თუ არა კომპანია იგივე სტრატეგიას 2012 წელს. ხუმრობის გარეშე – 43 მილიარდი აქტივების მქონე კომპანიას შეუძლია დღეში ერთი შესყიდვაც განახორციელოს. Google-ში საკმარისად არის ძალიან ჭკვიანი ხალხი, მაგრამ ხანდახან უფრო ადვილია ჭკვიანი შესყიდვების გაკეთება ვიდრე დროის ხარჯვა.

კითხვაზე “Google-რომ ქვეყანა იყოს, რომელი გახდებოდა?” შმიდტმა უპასუხა: “Google არ არის ქვეყანა; ჩათვალეთ რომ ჩვენ მოზარდები ვართ” მან ხაზი გაუსვა, რომ  მიუხედავად ამისა Google-ს აქვს თავისი ფასეულობები: სიტყვის თავისუფლება და გამჭვირვალობა. ასევე მან რჩევა მისცა ქვეყნების პრეზიდენტებსაც: “რასაც არ უნდა აკთებდეთ, არ გამორთოთ ინტერნეტი. სახელმწიფოს როლია – დარწმუნებული იყოს იმაში, რომ მოქალაქეებს ქონდეთ მაღალსიჩქარიანი კავშირგაბმულობა. მოქალაქეები კი თვითონ იზრუნებენ სხვა დანარჩენზე”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.