კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია იმათთვის, ვინც Facebook–ში უკვე აიღო მოსავალი და ისევ ელოდება «შემოდგომის» დადგომას. დღეიდან, სოციალური ქსელის მომხმარებლებს შეუძლიათ თავი დაანებონ მიწის ჩიჩქნას და გახდნენ «მილიონერები!» — MONOPOLY Millionaires, თამაში რომელიც EA-ს შიდა სტუდიაში შეიქმნა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს Wii–ზე, Xbox 360–სა და PS3–ზე გამოვიდა პროექტი MONOPOLY Streets, რის შემდეგაც Electronic Arts–მა გადაწყვიტა მიემართა სოციალური ქსელებისთვის და აი შედეგიც — კიდევ ერთი გასართობი Facebook–გეიმერებისთვის.
თამაშის ძირითადი წესები უცვლელი დარჩა: შეიძინეთ უძრავი ქონება, აიძულეთ სხვა მოთამაშეები ყოველ სტუმრობაში გადაგიხადონ ფული, გამოიმუშავეთ მილიონი, გადით დამკაში (თუ დამკები — ეს სხვა თამაშია?). მხოლოდ ეხლა, ონლაინში და აზროვნებით ახლობელ ადამიანებთან ერთად შეგიძლია მულტი მილიონერი გახდეთ!
მოკლედ, მეგობრებო, ემოციებს არ აყვეთ, თამაში ჯერ კიდევ ბეტა–ტესტირების რეჟიმშია. რა არის ეს? — რთული ასახსნელია.
წყარო: Electronic Arts

