კომპანია NPD–მ ა.შ.შ–ს ვიდეოთამაშების ბაზრის იანვრის რეზულტატები შეაჯამა.
გასულ თვეს, ა.შ.შ–ში, 1,14 მლრდ–ის კონსოლები, თამაშები და შესაბამისი აქსესუარები გაიყიდა. ეს მაჩვენებელი 2010 წლის იანვართან შედარებით 4%–ით ნაკლებია, როცა ბაზრის მოცულობა $1,18 მლრდ–ს შეადგენდა.
ყველაზე ნაკლებად გაყიდვადი კონსოლების სეგმენტი აღმოჩნდა, რომელიც 8%–ით, $353,7–დან $324 მლნ–მდე შემცირდა. თამაშებზე მოთხოვნა 5%–ით დაეცა — $576 მლნ $606,8 მლნ–ის წინააღმდეგ.
PlayStation Move–სა და Microsoft Kinect–ის წყალობით, მხოლოდ კონტროლერების სეგმენტში შეინიშნება ზრდა, სადაც გაყიდვების მოცულობა 6%–ით, 235,1 მლნ–მდე გაიზარდა.
საუკეთესო თამაშების სიაში ლიდერობენ: შუთერი Call of Duty: Black Ops, საცეკვაო სიმულატორი Just Dance 2, შუთერი Dead Space 2 და არცადა LittleBigPlanet 2.
წყარო: Gamasutra

