ზომბი–ჰორორის, Dead Island–ის დამუშავება გრძელდება, იუწყება გამომცემლობა Deep Silver.
პროექტზე მუშაობა 2007 წელს დაიწყო, რის შემდეგაც თამაში უბრალოდ გაქრა. თუმცა 2009 წელს პოლონურმა სტუდია Techland–მა მოულოდნელად განაცხადა, რომ «დამუშავება სრული დატვირთვით მიმდინარეობს და პროექტი მშვენივრად გრძნობს თავს». რა თქმა უნდა! ამის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, ისევ ჩამოწვა «მდუმარება», და ბოლოს: ჩვენ ისევ მოგვაწოდეს ინფორმაციის ნაგლეჯი.
პროექტის დასრულება 2011 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. თამაში PC-ზე, Xbox 360–სა და PS3–ზე გამოვა.
მოთამაშეს მოუწევს ტროპიკულ კუნძულზე გამგზავრება, სადა მოულოდნელად გავრცელდა ზომბოეპიდემია. მოსიარული მკვდრები ანადგურებენ დარჩენილ სიცოცხლეს, ჭამენ ნებისმიერ მოსიარულე არსებას და თავიანთი სუნითა და გარეგნობით აშინებენ «წესიერ ოჯახში» გაზრდილ გოგონებს. შესაძლოა თამაშს RPG–ელემენტებიც დაემატოს, მაგალითად პერსონაჟთა რამდენიმე კლასი, მთავარი გმირის «წავარჯიშება», იარაღის კოსტუმიზაცია… ზომბების «ხერხვაზე» მნიშვნელოვანი, თქვენთვის, გადარჩენაა. «ცეცხლსასროლი იარაღი გაქვთ, თუმცა ძალიან ცოტაა ტყვია» — გვაფრთხილებენ მდუმარე პოლონელები. თუმცა ეს ხომ კუნძულია და არა არსენალი?..
თამაშის თრეილერი:
თამაშის სქრინშოთები:
წყარო: Eurogamer

