ლინუქსი ჩემი საყვარელი ოპერაციული სისტემაა, რომლის განვითარებასაც დიდი ხანია ვადევნებ თვალს. ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, გაუმჯობესდა და დაემატა ახალი ფუნქციონალური შესაძლებლობები. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამყველაფრის ჩამოთვლას ვაპირებ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.
სანამ პირადად გავიცნობდი პინგვინს მანამდე მან საკმაოდ საინტერესო განვითარების გზა გამოიარა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მას უფრო საინტერესო შექმნის ისტორია აქვს.
უბრალოდ GNU

ლინუქსი ასოცირდება ღია კოდთან (Open Source) მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა მანამდე იყო რიჩარდ სტოლმანი, რომელმაც 1990 წელს GNU პროექტის ფარგლებში დაიწყო თავისუფალი პროგრამების შექმნა და განვითარება. გამოიყენებოდა პროგრამირების ენა C და კომპილატორი GCC, ტექსტური რედაქტორი Emacs, ბრძანებების გარსი bash და დამატებითჲ ფუნქციების ბიბლიოთეკა libc. ყველა ეს პოგრამა იყო დაწერილი UNIX-ის მსგავსი ოპერაციული სისტემებისათვის, რაც თავსებადობის გარანტიაც იყო. ჩამოთვლილი ინსტრუმენტებით შესაძლებელი იყო პროგრამების წერა, რომლებიც მხოლოდ თავისუფალ პროგრამებზე იყო დაფუძნებული. თუმცა არ იყო თავისუფალი ბირთვი, რომელზეც ეს პროგრამები იმუშავებდა. სტოლმანის ოცნება შეექმნა სრულიად თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფა აუსრულებელი იყო კომერციული დისტრიბუტივების ტყვეობის ქვეშ. ამასობაში UNIX სისტემების ბირთვის პროგრამული კოდი კი საიდუმლოდ რჩებოდა პროგრამისტებისთვის.
Linux-is ბირთვი

1991 წელს ლინუს ტორვალდსმა, სტუდენტმა ფინეთიდან, გადაწყვიტა დაეწერა UNIX-თან თავსებადი ბირთვი თავისი პერსონალური კომპიუტერისათვის იმ დროისთვის ყველაზე გავრცელებული პროცესორით Intel 80386. მომავალი ოპ. სისტემის ბირთვის პროტოტიპი გახდა MINIX, რომელიც დისკეტიდან იტვირთებოდა და ეტეოდა იმ დროისთვის ძალიან მცირე ოპერატიულ მეხსიერებაში. MINIX შექმნა ენდიუ ტენენბაუმმა, სასწავლო მიზნებით, მაგრამ ტორვალდსის აზრით ის არ იყო სრულყოფილი და ამიტომაც მან გადაწყვიტა შეექმნა საკუთარი ბირთვი. თავის ბირთვს მან freax დაარქვა, მაგრამ მოგვიანებით გადაარქვა სახელი და დღეს ვიცნობთ როგორც LINUX (პროგრამისტის სახელისა და UNIX-ის ჰიბრიდი).
ყველაზე დიდი, როლი ლინუქსის განვითარებაში გლობალურმა ქსელმა ითამაშა. ყველაზე ადრეულ სტადიაში ლინუს ტორვალდსი ახალი სისტემის პრობლემებს და განვითარებას სხვებთან ერთად განიხილავდა ცნობილ Usenet ტელეკონფერენციაზე comp.os.minix. გარდამტეხი მომენტი განვითარებაში იყო ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ბირთვის პროგრამული კოდების გამოქვეყნება თავისუფალი GNU GPL ლიცენზიით. ამ ფაქტორის გამო და ინტერნეტის გავრცელებასთან ერთად ძალიან ბევრმა პროგრამისტმა გადმოწერა და დააკომპილირა ახალი ბირთვი, რასაც შეცდომების შესწორება და ახალი აპარატურის მხარდაჭერა მოყვა. ახლა ბირთვის განვითარებაზე არა ერთი არამედ პროგრამისტების მთელი არმია მუშაობდა.
1992 წელს ბირთვის ვერსიამ 0.95 გახდა და 1994 წელს მისი 1.0 ვერსიაც გამოვიდა, რაც იმას მიანიშნებდა, რომ პროგრამისტება საბოლოოდ ჩათვალეს, რომ ბირთვი მთლიანობაში დასრულდა და ყველა ცნობილი შეცდომაც გასწორდა. დღეისათვის ბირთვის განვითარებით ძალიან დიდი საზოგადოებაა დაკავებული, შეიცვლა ტორვალდსის როლიც: ახლა ის არ არის მთავარი დეველოპერი, არამედ საზოგადოების ავტორიტეტული წევრია, ტრადიციულად ის აფასებს პროგრამულ კოდს და წყვეტს რომელი სიახლე ან ფუნქცია იქნება შეყვანილი ოფიციალურ რელიზში. მიუხედავად ამისა ნებისმიერს შეუძლია თავისი კოდის დამატება ოფიციალურ ვერსიაში და გამოყენება ნებისმიერი დანიშნულებით, რაც თავისუფალი და ღია პროგრამული უზრუნველყოფის მთავარი პრინციპია.
GNU და Linux
როგორც შეუძლებელია ოპ. სისტემის ბირთვის გარეშე შექმნა, ასევე აზრი არა აქვს ბირთვს უტილიტების გარეშე, რომელიც მის შესაძლებლობებს გამოიყენებს. GNU პროექტის წყალობით ლინუს ტორვალდს საშუალება მიეცა გამოეყენებინა ზემოთ ჩამოთვლილი თავისუფალი პროგრამები და არა მარტო ისინი. უკვე იყო საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა, რომელიც ლინუქსში ძალიან მარტივად ეშვებოდა, რითაც მან დიდი პოპულარობა მოიპოვა პროგრამისტებს შორის.
პრინციპულად წინ გადადგმული ნებიჯი იყო ის, რომ GNU უტილიტებითა და Linux-ის ბირთვით შესაძლებელი გახდა შექმნილიყო სრულიად თავისუფალი ოპ. სისტემა. ეს იყო საშუალება პროგრამისტისთვის ემუშავა სრულიად თავისუფალ გარემოში და განევითარებინა პროექტი იგივე პრინციპებით. სრულიად არაკომერციული პროგრამირების იდეალი ახლა უკვე აღარ იყო ოცნება და მას ასრულებაც ეწერა.
თავიდან ეს პროცესი დაბალი ტემპით მიმდინარეობდა, პრობლემები გამოწველული იყო GNU უტილიტების და პროგრამების არათავსებადობით ახალ ბირთვთან, მაგრამ შემდგომში ლინუსისა და სხვა პროგრამისტების ძალისხმევით მოხერხდა ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირება და ერთიანი სისტემის შექმნა, რომლის ბაზაზეც შემდგომში შეიქმნა უამრავი ახალი პროგრამა.
დისტრიბუტივები

გარკვეული პერიოდის შემდეგ ლინუქსე სტაბილურად მუშაობდა მთელი რიგი GNU უტილიტები. პროგრამირება და ახალი ვერსიების გამოშვება უკვე შესაძლებელი გახდა მთლიანად ლინუქსე შესრულებულიყო. ლინუქსი უკვე არა მარტო თავისი თავის განვითარებისთვის არამედ სხვა დავალებებისთვისაც იყო გამოსადეგი, უმთავრესი აქედა იყო ის, რომ მასზე შეიძლებოდა პროგრამირება C-ზე.
როცა გაჩნდა საჭიროება, რომ ლინუქსს მუდმივად ემუშავა კომპიუტერზე, ჰელსინკის და ტეხასის უნივერსიტეტებში დაიწყეს დიკეტების კრებულის შექმნა, რომელზეც განთავსებული იყო კომპილირებული ბირთვი და ძირითადი უტილიტები, რომელიც შემდგომ იწერებოდა მყარ დისკზე ავტონომიურად ჩატვირთვისთვის. სწორედ ეს დისკეტები გახდა თანამედროვე დისტრიბუტივების პოროტოტიპი. ყოველთვის როცა საუბარია Linux ოპერაციულ სისტემაზე, იგულისხმება “Linux – ბირთვი და GNU – უტილიტები”, ეს არის მთავარი რეკომენდაცია თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის ფონდისგან, როცა ლინუქსის დეფინიცია გვაინტერესებს.
თმცა ყველა საჭირო პროგრამის მყარ დისკზე გადატანა არ არის საკმარისი, რომ მივიღოთ მოხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული სამუშაო გარემო (თუნდაც ძალიან მაღალი დონის მომხმარებელი იყოს). დისკეტების პირველი კრებულები შეიძლება მხოლოდ პირობითად ჩავთვალოთ დისტრიბუტივებად. იმისათვის, რომ მივიღოთ მუშა ოპ. სისტემა საჭიროა პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციისა და კონფიგურაციის ინსტრუმენტები. სწორედ ამ საშაუელებების ქონა განასხვავებს თანამედროვე დისტრიბუტივებს პირველი მცდელობებისგან. მეორე უმთავრესი ამოცანა დისტრიბუტივისთვის არის მუდმივი განახლება. პროგრამული უზრუნველყოფა, განსაკუთრებით თავისუფალი, არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფერო, ამიტომაც საკმარისი არ არის ლინუქსის ერთხელ დაყენება, საჭიროა მისი ხშირი განახლება. პირველი დისტრიბუტივი იყო Slackware, რომელიც პატრიკ ფოლკერდინგმა შექმნა, ის საყოველთაოდ ცნობილი იყო ლინუქსის მოხმარებლებისთვის უკვე 1994 წელს.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი დისტრიბუტივების გამოჩენის შემდეგ ლინუქსს არ სჭირდება პროგრამების კომპილაცია წყაროებიდან, ლინუქსის მოხმარება მხოლოდ პროგრამისტებისთვის იყო ხელმისაწვდომი. თავიდან ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ძნელი იყო თუნდაც ელ-ფოსტით სარგებლობა ან ტექსტებზე მუშაობა, რომელიც მოითხოვდა მინიმუმ სისტემურ ცოდნას და ზოგიერთ შემთხვევაში პროგრამირებასაც.
ყველა პროგრამა ლინუქსისთვის ღია იყო, ამიტომაც მალე გამოჩნდა უფრო მეტი დამატებითი პროგრამ, რომელიც გამოიყენებოდა უფრო ფართო საზოგადოების მიერ, ამის გამო ისინი უფრო საიმედო და უფრო მეტი ფუნქციების შესრულებას ახერხებდნენ. საბოლოოდ წარმოიქმნა იდე, რომ Linux და GNU პროგრამებისგან შეიძლება სრული ოპერაციული სისტემის შექმნა, რომელიც სერიოზული ალტერნატივა იქნება უკვე არსებული პროპრიეტარული ოპ. სისტემებისათვის.
ყველაზე დადებითი ამაში ის იყო, რომ სისტემა სრულად შედგებოდა თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფისაგან, ცხადია დისტრიბუტივის შემქმნელებს არ მოუწევდათ მასში შამავალი პროგრამების ყიდვა. უფრო მეტიც, პროგრამების შემდგომი განახლებაც უფასო იყო მწარმოებლისთვის, არ იყო საჭირო ხელფასიანი თანამშრომლები, რომლებიც ახალ ვერსიებზე იმუშავებდნენ. ფირმის უმთავრესი ხარჯები იყო მხოლოდ პროგრამისტები, რომლებიც უმარავ სხვა და სხვა პროგრამას გაუკეთებდნენ ინტეგრირებას დისტრიბუტივში და მოახდენდენ მათ ავტომატურ კომპილაციასა და კონფიგურაციას კონკრეტული პლატფორმისთვის. დისტრიბუტივის წარმოების ასეთმა გაიაფებამ გამოიწვია საბოლოო პროდუქტის ღირებულების შემცირება.
პირველი წარმატებული კომპანია, რომელიც ამ სქმით მუშაობდა, გახდა Red Hat, ის 1995 წელს დაარსდა. Red Hat-მა თავისი პროდუქტი არა მარტო პროგრამისტებისთვის არამედ ჩვეულებრივი მოხმარებლებისთვის და სისტემური ადმინისტრატორებისთვისაც გამოუშვა, რომლთათვისაც კომპიუტერი – პირველ რიგში საოფისე სამუშაო ადგილი იყო ან სამუშაო სერვერი. თავიდან Red Hat დიდ ყურადღებას არ აქცევდა პროგრამებს გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისით, რადგანაც ორიენტირებული იყო უკვე არსებული სერვისების ახალი გზით მიწოდებაზე და არა ინოვაციაზე. 1999 წელს კომპანია გადავიდა სააქციო მოდელზე და მისი ფასი საგრძნობლად გაიზარდა უკვე სააქციო ბირჟაზე. დღეისათვის სერვერების ბაზარზე Red Hat-ს საგრძნობლად დიდი წილი უკავია, მისი წყალობით Linux საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს პაკეტების დისტრიბუციის ფორმატი RPM.
პრაქტიკულად Red Hat-თან ერთად შეიქმნა პროექტი Debian. მისი დავალება იყო თითქმის იგივე – შეექმნა სრული Linux დისტრიბუტივი თავისუფლაი GNU პროგრამებით, თუმცა ეს პროექტი ჩაფიქრებული იყო როგორც პრინციპულად არაკომერციული, რომელზეც უშუალოდ პროგრამისტების საზოგადოება იზრუნებდა, რომლის მოქმედების წესები და ნორმები ნაკარნახევი იქნებოდა თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის იდეოლოგიიდან. Debian-ის დეველოპერების საზოგადოება საერთაშორისოა, წევრები ერთმანეთთან ინტერნეტის საშუალებით ურთიერთოებენ, ხოლო მოქმედების ნორმები განისაზღვრება სპეციალური დოკუმენტებით – პოლისებით. (policy)
საზოგადოება არ იღებს არანაირ მოგებას Debian-ის გაყიდვით, მისი ვერსიები თავისუფლად ვრცელდება, შეიძლება ინტერნეტიდან ჩამოტვირთვა, ასევე ხელმისაწვდომია CD და DVD მედიაზე. თავიდან Debian-ის განვითარების სპონსორი იყო თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის ფონდი. დისტრიბუტივის მთავარი მომხმარებლები ყოველთვის იყო პროფესიონალი მომხმარებლები, რომლებიც ასე თუ ისე იცნობდენენ პროგრამების წარმოების აკადემიურ სტანდარტებს, რომებიც მზად იყვნენ წაეკითხათ დოკუმენტაცია და საკუთარი ხელებით მოეწყოთ სისტემის სასურველი პროფილი. განვითარების ამ მიმართულებამ განაპირობა ის, რომ Debian-ში არასდროს არ იყო კონფიგურაციის გრაფიკული უტილიტები. თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება დაეთმო პაკეტების ინსტალაციასა და განახლებას, რომელიც APT უტილიტის საშუალებით არის შესაძლებელი. დღეისათვის Debian და მასზე დაფუძნებული ოპ. სისტემები არის ყველაზე პოპულარული მომხამრებლებს შორის.
ყოველთვის, როცა თავისუფალი პროგრამული უზრინველყოფის გამოყენება ხდება საჭირო, ვდგებით არჩევანის წინაშე. არსებობს უამრავი ალტერნატიული გადაწყვეტილება – 1995 წლის მერე შექმნა და დღემდე იქმნება კომერციული კომპანიები და თავისუფალი საზოგადოებები, რომელთა ამოცანაცაა Linux-ის დისტრიბუტივების შექმნა. დღეისათვის დისტრიბუტივების ბაზარზე არის გამოკვეთილი რამდენიმე ლიდერი, რომლებიც გვთავზობენმეტ-ნაკლებად უნივერსალურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხშირად გვხვდება გამოყენებაში. უკვე ჩამოთვლილი Red Hat და Debian-ის გარდა უნა აღინიშნოს გერმანული SuSE რომელიც დღეს კომპანია Novell-ის საკუთრებაშია. სპეციალისტებისთვის განკუთვნილი ოპ. სისტემაა Gentoo. მომხმარებლებს შორის ყველაზე პოპულარულ დისტრიბუტივად დღეს Ubuntu ითვლება, რომელიც Debian-ის ბაზაზე არის შექმნილი. ასევე უნდა აღვნიშნოთ Fedora, რომლის განვითარებაც Red Hat-ის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს.
მომავალ სტატიებში მე აუცილებლად განვიხილავ ზემოთ ჩამოთლილ ოპ. სისტემებს, ვისაუბრებთ მათ ისნტალაციაზე, საინტერესო პორგრამულ პაკეტებზე და მრავალ საინტერესო თემაზე ლინუქსის გარშემო.
