ფიჭური კავშირის ქსელში პლანეტის 90% არის ჩართული (cultura / Corbis–ის ფოტო).

კომპანია MarketsandMarkets-ის ანალიტიკოსებმა უახლოესი წლების ფიჭური აპარატის ბაზრის მოცულობის პროგნოზი გამოაქვეყნეს.

2010 წელს, მთელს მსოფლიოში, $172,2 მლრდ–ის ღირებულების 1,3 მლრდ «ყურმილი» გაიყიდა. ფულადი ოდენობით 12%–ით მეტი 2009 წელთან შედარებით.

გასულ წელს, კომუნიკატორებისგან მიღებულმა შემოსავლის მოცულობამ $85,1 მლრდ–ს გადააჭარბა, ანუ დაახლოებით 49%. MarketsandMarkets–ის გამოთვლებით, სმარტფონები ბაზრის 22% ფლობდნენ.

2015 წლისთვის, ექსპერტების აზრით, ფიჭური აპარატების გაყიდვების რაოდენობა, ფულადი ოდენობით, $341,4 მლრდ–ს გადააჭარბებს, ასევე ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ კომუნიკატორები, საერთო ჯამში, $258,9 მლრდ–ის მოგებას მოიტანენ.

გასულ წელს, ფიჭური კავშირის მომსახურებით 5,3 მლრდ ადამიანი სარგებლობდა. ჩვეულებრივი სიტყვებით რომ ვთქვათ, მობილური ტელეფონი დღეისათვის დედამიწაზე მცხოვრებთა 90%–ს აქვს.

წყარო: MarketsandMarkets

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.