Dell-მა წარმოადგინა ახალი პორტატული კომპიუტერი სენსორული დისლპელით, რომელიც შედის Latitude XT-ის ხაზში.

ნოუთბუქ Latitude XT3-ს აქვს Intel-ის აპარატული პლატფორმა, ორ ბირთვიანი პროცესორით Core i5-2520, რომლის ტაქტური სიხშირეც – 2,5 გჰც ( Turbo-რეჟიმში 3,2 გჰც-მდე ).

ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 2 გბ-ს.

სიახლემ მიიღო 13 დიუმიანი სენსორული დისპლეი, სპეციალური სამაგრის მეშვეობით შესაძლებელია, ეკრანის ზედა მხარის ამოტრიალება და პლანშეტად გადაქცევა. დისპლეიზე შესაძლებელია ერთდროულად რამოდენიმე თითის შეხება და ასევე ფანქრის გამოყენება  (გათვალისწინებულია «მულტითაჩ» ტექნოლოგიის მხარდაჭერა).

აღსანიშნავია, რომ კომპიუტერს აქვს უსაფრთხოების გაფართოვებული უზრუნველყოფა. მაგალითად: მოწყობილიბის დაკარგვის ან მოპარვის შემთხევავში შესაძლებელია ინფორმაციის დისტანციურად წაშლა. მოწყობილობა მუშაობს Windows 7-ის ოპერაციული სისიტემის მართვის ქვეშ.

ნოუთბუქ-ტრანსფორმერის ღირებულება და გაყიდვაში გამოსვლის თარიღი უნცობია.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=LhqlhfEDEi8

გამოყნებულია Electronista-ს მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.