მორიგი კეთილის გამარჯვება ბოროტის წინააღმდეგ: კომპანია Reality Pump (პოლონეთი) Two Worlds III–ს ამუშავებს, იუწყება გამომცემლობა Topware Interactive.

Topware–ის ოპერაციული დირექტორის, ჯეიმს სიმენის თქმით თამაშის რელიზი 2012 წელს შედგება ზუსტად იმავე პლატფორმებზე რაზეც მეორე ნაწილი: PC, «მაკინტოში», Xbox 360 და PS3. «სპეციალურად Two Worlds III–თვის ჩვენ გავაფართოვეთ დეველოპერთა ჯგუფი და ავიყვანეთ ხალხი ახალი 3D–მოდელების, ანიმაციებისა და CG-რგოლების შესაქმნელად», — ხაზგასმით აღნიშნა სიმენმა.

ხოლო რაც შეეხება სიუჟეტს ოპერაციულ დირექტორს კრინტი არ დაუძრავს. მეორე ნაწილში, შეგახსენებთ, აღმოსავლეთ ანტალორას მიწაზე ვღვრიდით სისხლს. ცეცხლის ღმერთის, აზირალის დაცემის შემდეგ ბნელეთის ლორდმა, განდოჰარმა ააოხრა მთელი სამყარო, თუმცა ორკებისგან გადარჩენილი ჩვენი გმირი შეუპოვრად იწყებს ვარჯიშს, რათა ბოლოს დაამარცხოს ბოროტება…

თამაშის თრეილერი:

წყარო: Eurogamer

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.