კომპანია Dell-ის ახალი სმარტფონების შესახებ ინფორმაციასთან ერთად ინტერნეტში გამოჩნდა მისი შემდეგი თაობის პლანშეტის მონაცემების შესახებ ინფორმაციაც.

აპრილში, ამერიკული ვენდორი გამოუშვებს 10-დიუმიან პლანშეტს Gallo ( სავარაუდოდ ბაზარზე გამოვა როგორც Streak 10) Android 3.0 ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

ინვისში დანიშნულია Windows-პლანშეტის Rosemount-ის რელიზი, რომლის შესახებაც პირველი ინფორმაცია გამოჩნდა თებერვლის დასაწყისში. მოწყობილობას აქვს 10,1-დიუმიანი დისპლეი წერტილოვანი გარჩევადობით 1366×768.

ივლისში მოსალდნელია მოდელის Streak 7-ის განახლება; სავარაუდოდ ის მიიღებს «ანდროიდის» მესამე ვერსიას v2.2 პლატფორმის ნაცვლად.

ოქტობერში უნდა შედგეს ორი ღონისძიება — მოდელის Sterling-ის გამოშვება Android 3.0 ვერსიით და პლანშეტის Gallo-ს განახლება.

ხოლო, CES-ის გამოფენაზე, რომელიც ჩატარდება 2012 წლის დასაწყისში, Dell წარმოადგენს სამ მოწყობილობას: მოდელებს Opus One-ს და Silver Oak-ს Android 3.0-ის ბაზაზე და ასევე პლანშეტს Peju-ს Windows 8-ის მართვის ქვეშ.

გამოყენებულია Engadget-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.