ტაივანურმა კომპანია HTC-იმ Desire S-თან ერთად დააანონსა «გუგლფონი» Incredible S.
სიახლეს შეგვიძლია დავარქვათ სმარტფონ Droid Incredible-ის ევროპული ვერსია, რომელიც განკუთვნილია აშშ-თვის. თუ ეს უკანასკნელი გაკნუთვნილია CDMA EV-DO ქსელებისთვის Desire S განკუთვნილია GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900 მჰც და UMTS/HSPA 900/2100 მჰც ქსელებისთვის.
მოდელმა კიდევ განიცადა რამოდენიმე ცვლილება. წინა პანელიდან გაქრა ოფტიკური ჯოისტიკი, ოპერატიული მეხსიერების მოცულობა გაიზარდა 512 მბ-დან 768 მბ-მდე, ხოლო პროცესორი Qualcomm QSD8650 შეიცვალა MSM8255-ით ( ტაქტური სიხშირე ორივე შემთხევაში შეადგენს 1 გჰც-ს).
3,7-დიუმიანი სენსორული დისპლეის დიაგონალი შეიცვალა 4-დიუმით, ხოლო მისი წერტილოვანი გარჩევადობა შეადგენს 480×800 ( მატრიცა შესრულებულია Super TFT ტექნოლოგიით).
სმარტფონს აქვს 8-მეგაპიქსელიანი კამერა ორმაგი შუქდიოდური გალევებით და HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქცია 720p ფორმატში, 4 გიგაბაიტიანი მეხსიერება, MicroSD ფორმატის ფლეშ-ბარათების სლოტი, Wi-Fi (IEEE 802.11b/g/n) და Bluetooth 2.1+EDR ადაპტერები, GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღები, ელექტრონული კომპასი, აქსელერომეტრი და წინა კამერა ვიდოზარებისთვის.
პროგრამული პლატორმა –– Android 2.2.
გამოყენებულია SlashGear-ის მასალები.

