ამერიკული კომპანია Xoom Corp. აცხადებს, რომ Motorola Mobility სავაჭრო მარკა Xoom–ს არაკანონიერად იყენებს.

Xoom — ეს არის ფულის ინტერნეტ–გადარიცხვის სერვისი. კომპანიაში აცხადებენ, რომ მომსახურება 2003 წელს დაიწყეს, ხოლო სავაჭრო ნიშანი 2004 წელს დაარეგისტრირეს.

Xoom–მა უკვე მიმართა სან–ფრანცისკოს ფედერალურ სასამართლოს პრეტენზიით, რომ Motorola–მ «ბრენდი Xoom თვითნებურად და არაკანონიერად მიითვისა იმისთვის, რომ მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს». როგორც ცნობილი გახდა, მოსარჩლე ბრენდის გამოყენების აკრძალვას და კომპენსაციის გადახდას მოითხოვს. Motorola მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

10,1-დიუმიანი პლანშეტი Xoom, რომელიც nVidia Tegra–ს მეორე თაობის პლატფორმაზეა აგებული, გაყიდვაში გასულ კვირას გამოჩნდა. Verizon Wireless–თან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში მოწყობილობის ფასი $600–ს შეადგენს, ხოლო ვერსიას, მითითებული მობილური ოპერატორის გარეშე $800–ად შეიძენთ.

წყარო: Bloomberg

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.