Twitter–ის დამფუძნებლები: ევან უილიამსი (მარცხნივ) და ბიზ სტოუნი (2009 წლის იანვარი; Eric Luse / San Francisco Chronicle / Corbis–ის ფოტო).
მიკრობლოგ Twitter–ის სავარაუდო ღირებულება სამი თვის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა.
გასულ წლის დეკემბერში ინტერნეტ– კომპანიის ღირებულება $3,7 მლრდ–ს შეადგენდა: შედარებისთვის, 2009 წელს სერვისი მხოლოდ $1 მლრდ–ად იყო შეფასებული.
როგორც იუწყებიან, Twitter–ის აქციების გაყიდვის უკანასკნელ აუქციონზე ინვესტორები $34,5–ის გადახდაზეც თანახმა იყვნენ. აქიდან გამომდინარე დღეისათვის მიკრობლოგის ღირებულება $7,7–7,8 მლრდ–ს შეადგენს.
უკანასკნელ პერიოდში რეგულარულად ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სერვისი შესაძლოა ნაწილობრივ ან მთლიანად გაიყიდოს. Twitter–ის შეძენის სურვილი, თითქოს, გამოთქვეს საინვესტიციო კომპანიებმა და ასევე ისეთმა გიგანტებმა, როგორიცაა Google და Facebook. თუმცა რამდენიმე დღის წინ Twitter–ის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა, ბიზ სტოუნმა განაცხადა, რომ «ყველა განცხადება გაყიდვის შესახებ — დიდი ჭორია». მისი სიტყვებით კომპანია არავითარ მოლაპარაკებას არ აწარმოებს და რჩება დამოუკიდებელი.
წყარო: რეიტერი

