Google-ის გენერალური დირექტორი ერიკ შმიტი ( Eric Schmidt).
კომპანია Samsung გეგმავს, უახლოეს მომავალში წარმოადგინოს თავისი პირველი პროდუქტი Google TV-ის ინტერაქტული ტელევიზიის პლატფორმის მხარდაჭერით.
Google TV აერთიანებს ტრადიციულ ტელევიზიას და ინტერნეტს. პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია მოხერხებულად წვდომის მიღება ვებ-საძიებელზე და ასევე გასართობ, ინფორმაციულ და სხვა ქსელურ რესურსზე ტელევიზორის ეკრანის მეშვეობით.
პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ «სამსუნგი» აპირებდა Google TV გამოყენებას, გამოჩნდა წინა წლის შემოდგომაზე. თუმცა, ვებ-წყაროებზე დაყრდნობით ცნობილი გახადა, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა იმის გამო, რომ Google-მა მოითხოვა Intel Atom CE4100-ის გამოყენება «სისტემა ჩიპზე», ხოლო Samsung დაინტერესებულია საკუთარი აპრატული პროდუქტის გაყიდვით.
Bloomberg-ის ინფორმაციით, საბოლოოდ Google-მა შეარბილა შეზღუდვები და მწარმოებლებს შესთავაზა უფრო თავისუფალი არჩევანი მიკროჩიპების ასარჩევად, ინტერაქტიული ტელევიზიის პლატფორმისთვის.
თუ Samsung დაიწყებს ტელევიზორების გამოშვებას Google TV-ის ბაზაზე, მათ ექნებათ Samsung-ის პროცესორები და Google-ის პროგრამული უზრუნველყოფა: ოპერაციულის სისტემა Android და ბრაუზერი Chrome.
გამოყენებულია Bloomberg-ის მასალები.


პირველი ვარიანტი საკმაოდ საშინელი გამოვიდა, Logitech-მა რომ გამოუშვა.