გაწელილი მკვრივი გაზების და მტვრის გროვა განლაგებულია სურათის ცენტრში.

მსგავსი კოლონები გამოსახულია ძალიან ცნობილ ფოტოზე “Eagle Nebula“, რომელიც გადაღებულია “ჰაბლ”-ის მიერ (იხ. სურათი ქვემოთ). მართალია WISE-ის ფოტოზე გამოსახული კოლონები იმდენად შთამბეჭდავი არ არის, მაგრამ თავისი რეალური ზომით ის ჰაბლის სურათზე გამოსახული კოლონების ზომას ნამდვილად არ ჩამოუვარდება: ყველაზე მასიურის ზომა, რომელიც მარჯვენა მხარესაა გამოსახული შეადგენს შვიდ სინათლის წელიწადს ! Eagle Nebula-ის (არწივისებრი ნისლი) შეფასებაც სწორედ ასეთი იყო.

Sh2-284 ირმის ნახტომის სპირალის ბოლოს მდებარეობს; ეს ადგილი ჩვენგან დაშორებულია 13 ათასი სინათლის წელიწადით. ასტრონომები ამ ობიექტს აძლევენ H II რეგიონის კლასიფიკაციას — ცხელი გაზის და პლაზმის ღრუბელი, რომელიც აქტიური ვარსკვლავთწარმოქმნის ადგილი ხდება. Sh2-284-ის ცენტრში არის გაფართოებული გროვა Dolidze 25 მისი ვარსკვლავები ნამდვილად ძალიან ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდა, ის მერყეობს 1,5 დან 13მლნ წლამდე.

Dolidze 25-ის გამოსხივების და ქარების ერთობლივი მოქმედებით შეიქმნა სფეროსებრი ღრუ, რომელსაც თქვენ ფოტოგრაფიის ცენტრში ხედავთ. კოლონები უფრო მყარი გამოდგა ვიდრე ღრუბლების დანარჩენი ნაწილი სწორედ ამიტომ გაუძლეს მათ ეროზიას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.