YouTube–ის დამფუძნებლები: ჩად ჰარლი (მარცხნივ) და სტივ ჩენი (WorkingWorld.com–ის ფოტო).
YouTube, პლანეტის უმთავრესი ვიდეოჰოსტინგი, მიმდინარე წელს, თანამშრომელთა რაოდენობის მესამედით გაზრდას აპირებს.
როგორც იუწყებიან, შტატების გაზრდა, საერთაშორისო ბაზარზე ბიზნესის განვითარებისათვის, აუცილებელია. ცნობილი გახდა, რომ YouTube–ის თანამშრომელთა რაოდენობა 30%–ით გაიზრდება.
სპეციალისტთა რაოდენობა, რომლებიც YouTube–ში დაიწყებენ მუშაობას, ჯერჯერობით უცნობია. კომპანიის ახლობელი წყაროები აცხადებენ, რომ დღეისათვის, ვიდეოჰოსტინგის შტატი 600–დან 700 ადამიანამდე შეადგენს, ხოლო დაგეგმილია კიდევ 200 თანამშრომლის მიღება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს მაშტაბურ გაფართოებას YouTube–ის მშობელი კომპანია, Google–იც გეგმავს. 2011 წელს Google–ის თანამშრომელთა არმია მეოთხედით გაიზრდება და დაახლოებით 6 200 სპეციალისტს მიიღებს. ასეთი მონაცემებით, წლის ბოლოს საძიებო სისტემის თანამშრომელთა რაოდენობა 30 000–ს გადააჭარბებს.
წყარო: Wall Street Journal

