სმარტფონი: ტელეფონების ახალი ეპოქა… (Tomas Rodriguez / Corbis–ის ფოტო).

კომპანია IDC–ის ანალიტიკოსებმა, მიმდინარე წლის, აზია–წყნაროეკანური რეგიონის (გარდა იაპონიისა) სმარტფონების ბაზრის მოცულობის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნეს

2010 წელს, ზემოთ ხსენებულ რეგიონში, საერთო ჯამში, 84 მლნ სმარტფონი გაიყიდა. მიმდინარე წელს, როგორც მოსალოდნელია, გაყიდვების რაოდენობა, დაახლოებით 60% გაიზრდება და 137 მლნ ერთეულს მიაღწევს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ბაზარზე, «პირველად ისტორიაში», იქნება რეალიზებული 100 მლნ–ზე მეტი კომუნიკატორი.

IDC–ის მონაცემებით, აზია–წყნაროკეანურ რეგიონში გაყიდული ფიჭური აპარატების 20 პროცენტი სმარტფონი იყო. 2015 წლისათვის, როგორც მოსალოდნელია, ეს მონაცემი 30 პროცენტს გადაჭარბებს.

თუ მსოფლიო ბაზარს გადავხედავთ, მაშინ 2010 წელს 302,6 მლნ კომუნიკატორი გაიყიდა, ანუ 74,4%–ით მეტი ვიდრე 2009 წელს (172,5 მლნ).

MarketsandMarkets–ის შეფასებით, ფიჭური აპარატების (მობილური ტელეფონების ჩათვლით) ბაზრის საერთო მოცულობა, 2010 წელს, $172,2 მლრდ–ად შეფასდა. აქედან სმარფონების წილმა $85,1 მლრდ შეადგინა, ანუ დაახლოებით 49%.

წყარო: ფრანც პრესი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.