გასაგებია, რომ ამ ქალბატონის ყველა სიტყვა კონტროლდება… (washingtontimes–ის ფოტო).
ალბათ ყველა ქვეყანას ჰყავს სპეციალისტთა ჯგუფი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მთავრობის მიერ მითითებულ უამრავ რესურს სერიოზულ პრობლემას შეუქმნიან. ძალიან ბევრი ეჭვობს, რომ ჩინეთს ხელისუფლება ჰაკერების მთელ არმიას განაგებს, რომლებიც საიდუმლოდ მუშაობენ მთავრობის მიერ მითითებულ დავალებებზე. ა.შ.შ–ში არსებობს სპეციალური სტრუქტურა, რომელის ქსელის ამერიკულ სეგმენტს მსგავსი შემთხვევებისგან იცავს, თუმცა ესეც არანაკლებ საიდუმლო ორგანიზაციაა. ხოლო რაც შეეხება ირანს, რომელიც «არსაიდან გამოჩნდა», წარმოადგინა ქვედანაყოფი, რომელიც «მოწინააღმდეგე საიტების» მუშაობაში «ჩაერთვება».
ირანი გეგმავს ჩამოაყალიბოს ისეთი ქვედანაყოფი, რომელიც ქვეყნის სამთავრობო საიტებზე შემოსული ჰაკერების «დარბევას» განახორციელებს. ამ ქვეყნის ხელისუფლება უკვე თანამშრომლობს მოხალისეებთან, რომლებმაც საკუთარი ნებით გამოთქვეს სურვილი დაეცვათ ირანის ინტერესები მსოფლიო ქსელში.
გასაგებია, რომ მსოფლიოში არსებობს ძალიან ბევრი რესურსი, რომელიც ირანის რეჟიმის წინააღმდეგ თავის უკმაყოფილებას გამოთქვამს, თუმცა ძალიან ბევრი ქვეყანა (იგივე ჩინეთი) უბრალოდ უბლოკავს ასეთ საიტებზე შესვლის უფლებას თავის მომხმარებელს, მაგრამ ირანმა, როგორც ჩანს, მათი «განადგურება» გადაწყვიტა. მოკლედ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ «ირანის მტრებმა» ხელისუფლებაში დესტაბილიზაციის გამოსაწვევად «874 საიტი» შექმნეს.
ალბათ მეთანხმებით, რომ ძალიან არაჯანსაღი სიტუაციაა და ამას ემატება «ინტერნეტ–პოლიცია», რომელიც რეგულარულად აკონტროლებს Facebook–ს, Twitter–ს და მსგავს სოციალურ რესურსებს ირანის ტერიტორიაზე, რათა გამოააშკარაოს იმ ადამიანთა სია, რომლებიც მთავრობის წინააღმდეგ გამოდიან, პლიუს ირანში დაბლოკილია ძალიან ბევრი დასავლური რესურსები, სადაც ხშირად ჩნდება ინფორმაცია ირანის მთავრობის არაკანონიერი ქმედებების შესახებ.
იუწყებიან, რომ ირანის «ჰაკერთა თანამეგობრობამ» უკვე განახორციელა რამდენიმე შეტევა ქვეყნის «არაკეთილმოსურნე» საიტების წინააღმდეგ, რომლებშიც შედიან «ამერიკის ხმა» სპარსულად, საიტი Radio Zamaneh და მსგავსი რესურსები (გასაგებია, რომ ისინი ჩვენთვის ნაკლებად ცნობილია).
სხვა რა გზაა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
წყარო: Yahoo

