გამომცემლობა Sony Computer Entertainment–მა inFamous 2–ის ბეტა–ვერსიის უახლოეს მომავალში გამოსვლის შესახებ განაცხადა. და ეს აპრილში მოხდება.

PlayStation Plus–ის ფასიან სერვერში დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის სიახლე 12 აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო დანარჩენებს «ცოტა ხანი ლოდინი» მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ თამაშის დამუშავებაზე სტუდია Sucker Punch ზრუნავს. პროექტის სრულფასოვანი რელიზი 2011 წლის 7 ივნისისთვის არის დაგეგმილი; თამაშის პლატფორმა ერთადერთი — PS3.

თუმცა ეს არ იქნება ჩვეულებრივი ბეტა–ვერსია, არამედ ეგრეთწოდებული UGC beta, ანუ მოგვიწევს თაყვანისმცემელთა მიერ შექმნილი დონეების ტესტირება, ასევე გვექნება შესაბამისი ხელსაწყოები, რომლითაც UGC beta–ს დეველოპერები სარგებლობენ. საუკეთესო რუკების დამატებას, მწარმოებლები, სრული ვერსიის გამოსვლისას გვპირდებიან.

მეორე ნაწილში სიუჟეტი არარსებულ ქალაქში, ნიუ–მარაისში ვითარდება, რომელიც ახალ ორლეანს წააგავს. ჩვენი ადამიან–ელექტროგენერატორი აგრძელებს თავისი სუპერშესაძლებლობების განვითარებას, ებრძვის ბოროტებასა და საიდუმლო ორგანიზაცია Militia–ს.

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=2uAMnsqqI-0

თამაშის სქრინშოთები:


წყარო: Eurogamer

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.