ეს მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენს ჩვეულებრივი ელექტრო როზეტისა და USB პორტის ჰიბრიდს რამოდენიმე წლის წინ იქნა წარმოდგენილი, მაგრამ მხოლოდ ახლა მოხდა მისის გაყიდვაში შემოსვლა. არ ვიცი რა შეიძლება ყოფილიყო ასეთი დაყოვნების მიზეზი – ფინანსების არქონა, ტექნოლოგიური პრობლმები (თუმცა რა ტექნოლოგიური პრობლემა უნდა ყოფილიყო, მოწყობილობა საკმაოდ მარტივია) მაგრამ მიუხედავად ამისა ის უკვე ბაზარზეა. სხვათაშორის პორტი თავსებადია USB 3.0 სპეციფიკაციასთან და შეუძლია მოგვცეს 12 ვოლტი და 2,4 ამპერი.

თუ USB პორტში არაფერია არ არის ჩრთული ის ავტომატურად ირთვება რითაც ახდენს რესურსების ეკონომიას რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. ყოველი მოწყობილობა გადის სერიოზულ ტექნიკურ შემოწმებას გაყიდვამდე და მწარმოებელის ცნობით მოწყობილობაზე მოთხოვნა აჭარბებს მის წარმოებას.

ერთი U-Soceket მოწყობილობის ფასი 25,95 ა.შ.შ. დოლარს შეადგენს და თუ დაგიზიანდათ ხუფი, კომპანია მას მხოლოდ 2,99 დოლარად შეგიცვლით.

ძალიან საინტერესო მოწყობილობაა მაგრამ, უცნობია იქნება თუ არა ის საკმაოდ პოპულარული.

გამოყენებულია Engadget-ის მასალები.

One Response

  1. Giorgi Shioshvili ამბობს:

    Kakraz eg minda

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.